×

ქაოსს დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა

პროდუციის შეკვეთა ან გამოქვეყნრბას ვერ შეძლებთ

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

დახმარების გვერდზე დაბრუნება

ქაოსის წესები და პირობები ყალბი პროდუქტების წინააღმდეგ

  ქაოსზე გასაყიდად შემოთავაზებული პროდუქტები უნდა იყოს ნამდვილი. ყალბი და არა ორიგინალი ნივთების გაყიდვა მკაცრად აკრძალულია. ამ პოლიტიკის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გაყიდვის ნებართვის დაკარგვა, თქვენი გამომუშავებული თანხის დაკავება და ნებისმიერი თქვენი მარაგის განადგურება, რომელიც შეიძლება ინახებოდეს ჩვენთან. გამყიდველისა და მიმწოდებლის პასუხისმგებლობაა მხოლოდ ავთენტური პროდუქტების წარმოება, გაყიდვა და გაგზავნა. აკრძალულ პროდუქტებს მიეკუთვნებათ არალეგალური ჩანაწერები, ფალსიფიკაციები ან პროდუქტების/კონტენტის ყალბი კოპიები; პროდუქტები, რომლებიც არალეგალურად იქნა წარმოებული; და პროდუქტები, რომლებიც არღვევენ მესამე მხარის ინტელექტუალურ საკუთრების უფლებებს. თუ თქვენ ყიდით ან მიაწოდებთ ყალბ პროდუქტებს, ჩვენ შეგვიძლია დაუყოვნებლივ შევაჩეროთ ან წავშალოთ თქვენი ქაოსის გამყიდველის ექაუნთი (და მასთან დაკავშირებული ექაუნთები) . გარდა ამისა, ჩვენ არ ვუხდით გამყიდველებს ფულს, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა მიიღეს მათ მიერ შეკვეთილი რეალური პროდუქტები. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევაჩეროთ გადახდა, თუ აღმოვაჩენთ, რომ ქაოსის-ის ანგარიში გამოიყენებოდა ყალბი პროდუქტების გასაყიდად ან სხვა თაღლითური ქმედებების ჩასადენად.