×

ქაოსს დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა

პროდუციის შეკვეთა ან გამოქვეყნრბას ვერ შეძლებთ

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

დახმარების გვერდზე დაბრუნება

დაბრუნების პოლიტიკა

პროდუქტის უკან დაბრუნება ხდება შეკვეთის მომხმარებლამდე მიტანიდან 7 დღის განმავლობაში. პროდუქტის უკან გამოგზავნის შემთხვევაში, თანხის ანაზღაურება ხდება 14 დღის განმავლობაში და თანხის ანაზღარება დასტურდება ელ. ფოსტით. ჩვენ გვსურს დადებითი გამოცდილება შევუქმნათ მომხმარებლებს საიტის გამოყენებისას, სწორედ ამიტომ მომხმარებელი დაცულია ქაოსზე სხვადასხვა გზებით. მას შეუძლია დააბრუნოს საქონელი , ამანათის მიღებიდან 7 განმავლობაში, შეუძლია გააუქმოს შეკვეთა ( თუ შეკვეთის გამზადება დაწყებული არ არის, ან შეკვეთა უკვე გაგზავნილი არაა), შეუძლია დააბრუნოს პროდუქტი დეფექტის შემთხვევაში , მოითხოვოს თანხა უკან ან პროდუქტის გადაცვლა. ასევე, თუ პროდუქტი არაა ისეთი როგორც სურათზე ან აღწერაში. ის, თუ რომელი პრობლემის გადაჭრის მეთოდი იქნება არჩეული დამოკიდებულია გამყიდველზე. თუ გამყიდველს დაუფიქსირდება თაღლითობის ნიშნები, მოხდება ბევრი შეკვეთის უკან დაბრუნება ან გაუქმება (5 ან მეტი), ქაოსი იღებს უფლებას, დაუყოვნებლივ შეუჩეროს გამყიდველს გაყიდვის უფლება.   ამანათის შეცდომით დაბრუნება გთხოვთ ამანათის უკან გაგზავნისას დარწუმნდეთ, რომ აგზავნით სწორ და სრულ საქონელს. იმისთვის რომ მოხდეს თანხის ანაზღაურება, საქონელი რომელსაც გამოაგზავნით უნდა იყოს სწორი, არასწორის ნივთების გამოგზავნის შემთხვევაში ანაზღაურება არ მოხდება.   შეკვეთის გაუქმების უფლება მომხმარებელს ისევე როგორც გამყიდველს, აქვთ უფლება გააუქმონ შეკვეთა. მომხმარებელს შეუძლია შეკვეთის გაუქმება იმ შემთხვევაში თუ ნივთი ჯერ კიდევ არაა მზადების პროცესში ან არაა უკვე გაგზავნილი. გამყიდველმაც და მომხმარებელმაც შეკვეთის გაუქმებისთვის უნდა მიწეროს ქაოსის მომსახურების სერვისს. თუ შეკვეთის გაუქმება მოითხოვა მომხმარებელმა რაიმე მიზეზით (გარდა იმ მიზეზებისა სადაც გამყიდველს მიუძღვის ბრალი), მომხმარებელი მიიღებს თანხას არასრულად (გამოკლებული 3.5% (მინ. 50 თეთრი) – რომელიც ბანკში გადაირიცხა პირველი ტრანზექციისას). თუ შეკვეთის გაუქმება მოითხოვა გამყიდველმა რაიმე მიზეზით (გარდა იმ შემთხვევებისა როცა მომხმარებელს მიუძღვის ბრალი), მომხმარებელს დაერიცხება სრული თანხა, ხოლო გამყიდველს გაუჩნება ვალდებულება, აუნაზღაუროს ქაოსს საკომისიო დანაკარგი (10% (რომელშიც შედის ბანკის 3.5% (მინ.50 თეთრი)). თუ გამყიდველი არ აანაზღაურებს ამ დანაკარგს 14 დღის განმავლობაში, მოხდება მისი ექაუნთის დეაქტივიზაცია. ქვემოთ მოცემულია არასრული ჩამონათვალი იმისა თუ რატომ შეიძლება მოითხოვოს მომხმარებელმა თანხის უკან დაბრუნება:

  • პროდუქციას დეფექტი აქვს, დაზიანებულია
  • მომხმარებელს სურს შეკვეთის გაუქმება მის გამზადებამდე და გაგზავნამდე
  • ამანათი მომხმარებლამდე არ მისულა
  • პროდუქტი არ შეესაბამება სურათს ან აღწერას
  • პროდუქტი არ არის ორიგინალი

დაბრუნების ხარჯები და მეთოდები ამანათის უკან დაბრუნების ხარჯებს ანაზღაურებს გამყიდველი.