×

ქაოსს დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა

პროდუციის შეკვეთა ან გამოქვეყნრბას ვერ შეძლებთ

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

ხშირად დასმული კითხვები

რატომ უნდა ავირჩიო ქაოსი?

ქაოსი ქმნის პლათფორმას მომხმარებლებისთვის და ქართველი მწარმოებლებისთვის. ეს არის შესანიშნავი ადგილი, მართლაც კრეატიული და მშვენიერი ნივთების საპოვნელად და შესაძენად.

ჩვენ ვყიდით ნამუშევრებს, რომელიც ცვლიან ცხოვრებას, ხელოვნებას, რომელიც აღვიძებს ჩვენს წარმოსახვას, გარდაქმნის ჩვენს სახლებს და გამოხატავს იმას, თუ ვინ ვართ სინამდვილეში.

ქაოსი ქმნის უსაფრთხო, მოსახერხენელ და მეგობრულ გარემოს, სადაც თქვენ მშვიდად შეძლებთ შეუკვეთოთ და მიიღოთ სასურველი პროდუქცია.

როგორ დავიწყო?

დარეგისტრირდით ქაოსზე. სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას სისტემა გაძლევთ საშუალებას დარეგისტრირდეთ მომხმარებლად ან გამყიდველად. აირჩიეთ მომხმარებელი და მიყევით ინსტრუქციებს.

დავრეგისტრირდი, როგორ შევუკვეთო?

პროდუქციის არჩევა და მოძიება შესაძლებელია შოფიდან ან ონლაინ მაღაზიებიდან მაღაზიების მიხედვით. მას შემდეგ რაც აარჩევთ სასურველ პროდუქტს, დაამატეთ კალათში და დააჭირეთ შეძენას. შეიყვანეთ თქვენი მისამართი ტელეფონის ნომერი აირჩიეთ ტრანსპორტირების მეთოდი და დააჭირეთ შეძენას.

სად ვნახო ჩემი შეკვეთილი პროდუქცია და შეკვეთის ნომერი?

შეკვეთის პროდუქციის სანახავად გადადით “ჩემს კაბინეტში” და შემდეგ შეკვეთებში. თითოეულ შეკვეთას მარცხენა მხარეს # ის მერე უწერია ნომერი. სწორედ ეს არის თქვენი შეკვეთის ნომერი.

რა ხდება მას შემდეგ რაც პროდუქტი შევუკვეთე?

პროდუქტის შეკვეთის შემდეგ თქვენ მიიღებთ ავტომატურ დამადასტურებელ იმეილს, ხოლო გამყიდველს გადაეცემა ინფორმაცია შეკვეთის შესახებ. პროდუქტის მიწოდება მოხდება გამყიდველის მიერ მითითებული მიტანის ვადების და მიტანის მეთოდის მიხედვით.

როგორ ხორციელდება ტრანსპორტირება ქაოსზე?

ამჟამად ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი მთლიანად გამყიდველია.

გამყიდველს აქვს შესაძლებლობა შემოგთავაზოთ სხვადასხვა მიტანის მეთოდები:

ფიქსირებული თანხა (მიტანის ღირებულება),

შეხვედრით გადაცემა (დათქმულ ადგილზე შეხვედრით),

უფასო მიტანა.

მიტანის მეთოდის ნახვა თქვენთვის კალათში გადასვლის შემდეგ არის შესაძლებელი.

მიტანის მეთოდის არჩევა და შემოთავაზება მთლიანად გამყიდველზეა დამოკიდებული. რამდენიმე მეთოდის შემოთავაზების შემთხვევაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ, რომელი მათგანია თქვენთვის უკეთესი.

თუ მიტანის მეთოდი კალათაში სისტემამ არ შემოგთავაზათ, ესე იგი თქვენს ქალაქში მიტანა ამ გამყიდველის მიერ არ ხორციელდება.

მიტანის ვადების შესახებ ინფორმაცია, ჩვეულებრივ მოცემულია პროდუქტის გვერდზე, ტრანსპორტირებაში.

თუ ტრანსპორტირების ვადები გამყიდველს პროდუქტის გვერდზე არ აქვს მითითებული, თქვენ გაქვთ საშუალება დაეკონტაქტოთ და პირადად კითხოთ მას.

ამისთვის გადადით გამყიდველის გვერდზე და მოითხოვეთ დახმარება.

როდის სრულდება შეკვეთა?

შეკვეთის ოფიციალური სტატუსი იცვლება დასრულებულზე, თუ თქვენ დაადასტურეთ რომ მიიღეთ შეკვეთა და კმაყოფილი ხართ.

თუ თქვენ არ მონიშნავთ შეკვეთას დასრულებულად, ის ავტომატურად მიიღებს ამ სტატუსს, მიტანილად მონიშვნიდან 7 დღის შემდეგ.

მიტანილად შეკვეთას ნიშნავს გამყიდველი, მას შემდეგ რაც მოხდება შეკვეთის თქვენთვის გადმოცემა.

შესაძლებელია თუ არა შეკვეთის უკან დაბრუნება/გადაცვლა და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?

შეკვეთის გარანტიისა და დაბრუნების საკითხი მთლიანად დამოკიდებულია გამყიდველზე. ამ საკითხზე ქაოსი ამ დროისთვის პასუხისმგებლობას არ იღებს.

შესაძლებელია თუ არა თანხის უკან მიღება თუ პროდუქტი აღარ მჭირდება?

თუ თქვენ შეუკვეთეთ ნივთი და აღარ გსურთ მისი მიღება და გსურთ მისი გაუქმება, სასწრაფოდ დაუკავშირდით გამყიდველს და შეატყობინეთ მას ამის შესახებ. თუ მისგან რეაგირება 12 საათის განმავლობაში არ იქნება დაუკავშირდით ჩვენს ჯგუფს დახმარებისთვის.

როგორ შემიძლია გადავიხადო ქაოსზე?

ქაოსზე თქვენ გაქვთ საშუალება გადაიხადოთ ნებისმიერი ქართული ბანკის ანგარიშით.

შემიძლია მიტანის მისამართის შეცვლა?

მიტანის მისამართის შესაცვლელად დაუყონებლივ დაუკავშირდით გამყიდველს და მიაწოდეთ ინფორმაცია არსებულ პრობლემაზე.

ყველა შეკვეთის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ რეცენზია. თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დაგვეხმარება ჩვენი მომსახურების განვითარებაში და უკეთესი პროდუქტის შემოთავაზებაში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ იმეილზე ან დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში.