×

ქაოსს დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა

პროდუციის შეკვეთა ან გამოქვეყნრბას ვერ შეძლებთ

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

ხშირად დასმული კითხვები

რატომ უნდა გავყიდო ქაოსზე?

ქაოსი ქმნის პლათფორმას ქართველი მეწარმეებისთვის და ხელნაკეთი ნივთების შემქმნელებისთვის. ჩვენს თიმში გაწევრიანებით თქვენ შეუერთდებით ბაზარს დამოუკიდებელი ხელოვანებისთვის, მეგობრული და სამართლიანი გარემოთი.

ქაოსი არის ბაზარი საიდანაც თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიმუშავოთ შემოსავალი, გახდეთ ჯგუფის წევრი, გაარეკლამოთ თქვენი მაღაზია, გახადოთ ის უფრო ცნობადი და მიმზიდველი მომხმარებლებისთვის. ქაოსს აქვს მოხერხებული და დაცული სისტემა, რომელიც მორგებულია თქვენსა და მომხმარებლების ინტერესებზე.

ჩვენ ვზოგავთ თქვენს დროს და თანხებს სოციალური ქსელების რეკლამისთვის. ჩვენ ვარეკლამებთ ქაოსს და ამით გარეკლამებთ თქვენ.

შემოგვიერთდით და გაზარდეთ თქვენი გაყიდვები ჩვენთან ერთად!

როგორ დავიწყო?

დარეგისტრირდით ქაოსზე. სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას სისტემა გაძლევთ საშუალებას დარეგისტრირდეთ მომხმარებლად ან გამყიდველად. აირჩიეთ გამყიდველი და მიყევით ინსტრუქციებს.

დავრეგისტრირდი, როგორ დავიწყო გაყიდვა?

დარეგისტრირების შემდეგ არის რამდენიმე სავალდებულო ინფორმაცია, რომლის შეყვანა აუცილებელია თქვენი მაღაზიის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის. ნაწილი აუცილებელია სისტემურად, ნაწილი კი მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის.

სისტემურად აუცილებელია:

  1. პროდუქციის დამატება (დამატებითი ინფორმაცია),
  2. ტრანსპორტირების ინფორმაციის დამატება (დამატებითი ინფორმაცია),
  3. მოგვიანებით თანხის გასატანად, აუცილებელია საბანკო ინფორმაციის მითითება (დამატებითი ინფორმაცია).

მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია:

  1. მაღაზიის პროფილის ინფორმაციის შევსება (დამატებითი ინფორმაცია),
  2. დაბრუნებისა და გარანტიის პირობების შევსება (დამატებითი ინფორმაცია). (ეს ფუნქცია ამ დროისთვის გამორთულია)

თითოეულ პუნქტზე ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ დასმულ კითხვებში.

როგორ დავამატო პროდუქცია?

პროდუქციის დასამატებლად, შებრძანდით თქვენი მაღაზიის კაბინეტში, პროდუქციის გვერდზე და დააჭირეთ ღილაკს “დაამატეთ ახალი პროდუქტი” და შეავსეთ ველები.

როდესაც თქვენ პირველად ამატებთ პროდუქტს, ხარისხის დაცვის მიზნით, ქაოსი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენი დადებული პროდუქტი და ის გამოქვეყნდება მხოლოდ ჩვენი ხარისხის კონტროლის თიმის დასტურის შემდეგ. ქაოსი ასევე იტოვებს უფლებას უარი თქვას პროდუქტის გამოქვეყნებაზე, თუ ინფორმაცია არაა შევსებული. მაგ.: არაა მითითებული სურათი, ფასი, სახელი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ იმეილს, ზუსტი აღწერით თუ რატომ არ მოხდა თქვენი პროდუქტის დამატება.

პროდუქციას ქაოსზე გაცილებით მეტი ფუნქციონალი აქვს, რომელიც დამატებით კომფორტს ქმნის როგორც გამყიდველისთვის ისე მომხმარებლისთვის. ამ ფუნქციონალის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ვიდეო თუთორიალი.

როგორ ფუნქციონირებს ტრანსპორტირების პარამეტრები?

ტრანსპორტირების პარამეტრების დასამატებლად, შებრძანდით თქვენი მაღაზიის კაბინეტში, პარამეტრებში და დააჭირეთ ტრანსპორტირებას. თქვენი პროდუქციის გასაყიდად აუცილებელია მიუთითოთ, რომელ ქალაქებში ახდენთ პროდუქციის ტრანსპორტირებას და აირჩიოთ ტრანსპორტირების მეთოდი ამ ქალაქისთვის.

ეს ინფორმაცია გავრცელდება ყველა პროდუქტზე, თუმცა თქვენ შეგიძლიათ დააკორეკტიროთ ის თითოეული პროდუქტისთის, პროდუქტის რედაქტირებაში.

რა არის ტრანსპორტირების მეთოდი?

ტრანსპორტირების მეთოდი საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ, როგორ მიაწოდებთ პროდუქციას მომხმარებელს და რა ფასად.

ტრანსპორტირების მეთოდი სამნაირია: ფიქსირებული ფასი, რომელსაც მომხმარებელი პროდუქტიის შეძენისას გადაგიხდით მიტანის სერვისისთვის; შეხვედრით გადაცემა , სადაც თქვენ აღწერაში უთითებთ რა ადგილას და სად გსურთ შეხვედრა და პროდუქციის გადაცემა, აქ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ გარკვეული თანხა; და უფასო მიტანა, სადაც თქვენ მომხმარებელს უფასო მიტანის სერვისს სთავაზობთ.

ერთი ლოკაციისთვის თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ რამდენიმე მიტანის მეთოდი და მომხმარებელი შეკვეთისას თავად აირჩევს როგორი მიტანის მეთოდი სურს. (მაგალითად, შეხვედრით და იაფად, თუ სახლში მიტანით და შედარებით ძვირად)

რას ნიშნავს ლოკაცია “ყველა სხვა”, რომელიც ლოკაციების ჩამონათვალში არის მოცემული?

“ყველა სხვა” გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მაღაზია ტრანსპორტირების უზრუნველყოფას ყველა ქალაქში ანხორციელებს. “ყველა სხვა”-ში მითითებული ტრანსპორტირების მეთოდი გავრცელდება ყველა ქალაქზე, რომლისთვისაც არ მიუთითებთ კონკრეტულ ტრანსპორტირების მეთოდს.

მაგალითად, თუ აბსოლიტურად ყველა ქალაქში ჩემი მაღაზიის მიტანის სერვისის ფასი არის 4 ლარი, “ყველა სხვა”-ში ტრანსპორტირების მეთოდში ავირჩევ ფიქსირებულ თანხას და მივუთითებ 4 ლარს.

ხოლო თუ ჩემი მიტანის სერვისი თბილისში არის 3 ლარი, ხოლო ყველა სხვა ქალაქში 4 ლარი, თბილისის ფიქსირებულ ფასს მივუთითებ 3 ლარს, ხოლო “ყველა სხვა”-ში მივუთითებ ფიქსირებულ ფასს 4 ლარს.

ღილაკი “დაამატეთ ინფორმაცია ტრანსპორტირებაზე”.

მოცემული ღილაკი განთავსებულია ტრანსპორტირებაში, ზედა მარჯვენა კუთხეში და საშუალებას გაძლევთ დაამატოთ ისეთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ინფორმაციები როგორებიცაა , რამდენ ხანში გამზადდება პროდუქცია გასაგზავნად , რამდენ ხანში მოხდება ტრანსპორტირება ამა თუ იმ ქალაქში, პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა (შეკვეთის მიღებიდან რამდენ ხანში შეუძლია მომხმარებელს მოითხოვოს თანხის დაბრუნება, უკან გამოგზავნის შემთხვევაში ვინ იხდის გაგზავნის ხარჯებს და ა.შ).

რატომ უნდა დავამატო ჩემი საბანკო ინფორმაცია, როგორ და რამდენად დაცული ვარ?

საბანკო ინფორმაციის დამატება გამყიდველისთვის აუცილებელია გამომუშავებული თანხის მისაღებად, ვინაიდან ყველა ტრანზაქცია ქაოსზე ონლაინ ხდება. ამისთვის შებრძანდით მაღაზიის კაბინეტში, საბანკო ინფორმაციაში და მიუთითეთ თქვენი საბანკო ანგარიში.

აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ თქვენთვის და ქაოსის ფინანსური დეპარტამენტისთვის არის ხილვადი , მასთან წვდომა არ აქვს არც ერთ სხვა ქაოსის დეპარტამენტს. ფინანსური დეპარტამენტი იყენებს ამ ინფორმაციას, თქვენი მოთხოვნისას თანხის გადმორიცხვისთვის. სისტემა არ არის ავტომატიზირებული, იმისთვის რომ ავირიდოთ თავიდან ნებისმიერი სისტემური შეცდომა.

მაღაზიის პროფილი:

მაღაზიის პროფილში შევსებული ინფორმაციის ნაწილი აისახება თქვენი მაღაზიის გვერდზე და ხილვადია მომხმარებლებისთვის, ხოლო ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა მისამართი, ტელეფონის ნომერი, ხილვადი იქნება მხოლოდ ქაოსის ადმინისტრაციისთვის, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად და ოპერატიულად მოხდეს თქვენთან დაკავშირება.

როგორ ფუნქციონირებს დაბრუნების და გარანტიის პირობები ქაოსზე?

ქაოსი არის შუამავალი მომხმარებლებსა და ონალინ მაღაზიებს შორის და არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტთან არსებულ არცერთ პრობლემაზე.

თითოეული გამყიდველი თავად წყვეტს ექნება თუ არა გარანტია თავის პროდუქციაზე.

პროდუქტი შემიკვეთეს, როგორ მოვიქცე?

შეკვეთის გაფორმების შემდეგ თქვენ იღებთ ავტომატურ შეტყობინებას იმეილზე, ხოლო შეკვეთა სრული ინფორმაციით, აისახება თქვენს მაღაზიის კაბინეტში, შეკვეთებში. პროდუქციის შეფუთვის და გამზადების შემდეგ, შეკვეთაში მითითებული ინფორმაციის მიხედვით მოახდენთ შეკვეთის მომხმარებლისთვის მიწოდებას, ხოლო სისტემაში შეკვეთას მიტანილად მონიშნავთ.

როგორ მოვნიშნო შეკვეთა მიტანილად?

მას შემდეგ რაც ამანათის მომხმარებლამდე მიწოდებას წარმატებით მოახდენთ სავალდებულოა სისტემაში შეკვეთის მიტანილად მონიშვნა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეკვეთის მიტანილად მონიშვნის გარეშე, სისტემა შეკვეთას არ დაასრულებს.

შეკვეთის მიტანილად მონიშვნისთვის, დააჭირეთ შეკვეთის გასწვრივ არსებულ ღილაკს სატვირთო მანქანის გამოსახულებით.

როდის მოინიშნება შეკვეთა დასრულებულად?

შეკვეთა რომ დასრულებულად მოინიშნოს, სამი პირობა უნდა იყოს დაცული: 1. თქვენ უნდა მონიშნოთ შეკვეთა მიწოდებულად, 2. მომხმარებელმა უნდა დაადასტუროს თავის ექაუნთში, რომ მიიღო შეკვეთა და პრობლემა არ შექმნია, 3. მას შემდეგ რაც მომხმარებელი დაადასტურებს რომ მიიღო შეკვეთა, თქვენ უნდა დაასრულოთ ის თქვენი კაბინეტიდან.

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ დაადასტურებს შეკვეთის მიღებას, შეკვეთა ავტომატურად მოინიშნება დასრულებულად, მიტანილად მონიშნვნის მომენტიდან 7 დღის შემდეგ და თქვენი მხრიდან შეკვეთის დასრულება აღარ იქნება საჭირო.

რამდენ ხანში დამერიცხება თანხა?

თანხა დაგერიცხებათ შეკვეთის დასრულებულად მონიშვნისთანავე ქაოსის ბალანსზე გაყიდვებში. მას შემდეგ რაც შეკვეთა დასრულდება, თანხა გადაინაცვლებს “გამომუშავებულ თანხაში” და ამ მომენტიდან თქვენ შეგიძლიათ გაიტანოთ ის ნებისმიერ დროს.

როგორ გავიტანო გამომუშავებული თანხა?

მას შემდეგ რაც შეკვეთა დასრულდება და თანხა გადავა “გამომუშავებულ თანხაში” თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი თქვენს ანგარიშზე გადატანა. ამისთვის უნდა შეხვიდეთ მაღაზიის კაბინეტში, თანხის გატანაში და დააჭიროთ ღილაკს “მოთხოვნის გაგზავნა”. თანხა დაჯდება თქვენს ანგარიშზე 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში.

რა ხდება თუ პროდუქციის გაგაზვანას დროულად ვერ ვახერხებ?

თუ თქვენს მიერ მითითებულ გაგზავნის ვადებში ვერ ჯდებით, გთხოვთ დაუკავშირდით მომხმარებელს და მიაწოდეთ ინფორმაცია. თუ მომხმარებელი არ მოისურვებს ლოდინს და მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას, დაუკავშირდით ქაოსის თიმს და მიაწოდეთ სრული ინფორმაცია.

თუ გაგზავნა შეუძლებელია, გააფრთხილეთ მომხმარებელი, შემდეგ კი დაუკავშირდით ქაოსის თიმს და მოითხოვეთ შეკვეთის გაუქმება.

როგორ გავაუქმო შეკვეთა?

თუ თქვენ გსურთ შეკვეთის გაუქმება, დაეკონტაქტეთ ქაოსის ჯგუფს და გადაეცით თქვენი მოთხოვნა.

შესაძლებელია თუ არა ცუდი კომენტარის, რეცენზიის წაშლა?

ცუდი/კარგი კომენტარის წაშლა გამყიდველის მოთხოვნით შეუძლებელია. მხოლოდ მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ეს და მხოლოდ რეცენზიის დაწერიდან, ოთხი დღის განმავლობაში.

როგორ ფუნქციონირებს და რა არის კუპონი?

კუპონი არის ერთგვარი ფასდაკლება, რომელიც კეთდება ერთი, რამდენიმე ან ნებისმიერი მომხმარებლისთვის. თქვენ თავად ქმნით კუპონს, ირჩევთ პირობებს, ღირებულებას, გამოყენების ვადებს, მინიმალურ თანხას რომელზეც კუპონის გამოყენება შეიძლება. თქვენ გაქვთ საშუალება გამოაქვეყნოთ კუპონი თქვენი მაღაზიის გვერდზე, სადაც ნებისმიერი მომხმარებელი ნახავს და შეძლებს მის გამოყენებას, ან დაურიგოთ მხოლოდ ერთგულ მომხმარებლებს, წამახალისებელი ბონუსის სახით. როგორ გამოიყენებთ კუპონების ფუნქციას, ან გამოიყენებთ თუ არა მათ, მთლიანად თქვენი გადასაწყვეტია.

როგორ მიიღოს სტატუსი “Top” ჩემმა მაღაზიამ?

“Top” სტატუსის მისაღებად, რომელიც საიტზე სხვადასხვა პრივილეგიებს გთავაზობთ, საჭიროა 1. თქვენი მაღაზიის შეფასება აღემატებოდეს 4.5 ქულას, 2. გაიაროთ ვერიფიკაცია ჩვენს იმეილზე : contact@chaos.ge

ვერიფიკაციის გასავლელად საჭიროა მოგვიყევით თქვენს შესახებ მიმზიდველი და ინსპირაციული გზით. ჩვენ გვსურს გავიგოთ რა ქმნის თქვენს ხელოვნებას. გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევრების სურათები ან ფეისბუქ/ინსტაგრამ გვერდი ზემოთ მოცემულ იმეილზე. ჩვენი თიმი განიხილავს თქვენს კანდიდატურას, და შეგატყობინებთ მიღებულ გადაწყვეტილებას.

როგორ მიიღოს სტატუსი “HOT” ჩემმა პროდუქტმა?

“HOT” სტატუსის მისაღებად, თქვენი პროდუქციის შეფასება უნდა აღემატებოდეს 4.8 ქულას, უნდა წარმოადგენდეს ორიგინალურ და გამორჩეულ ხელნაკეთ ნივთს.

ჩვენი ჯგუფი ყოველ კვირეულად განიხილავს საიტზე არსებულ პროდუქციას, არჩევს გამორჩეულ და უჩვეულო პროდუქტებს მაღალი რეიტინგით და ანიჭებს მათ მოცემულ სტატუსს, ვინაიდან ეს პროდუქცია წარმოადგენს ქაოსის სახეს და ჩანს პირველ გვერდზე, პირველ სვეტში.

გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა და სრული უფლება დაწერონ შეკვეთის შეფასება შეკვეთის დასრულების შემდეგ.

ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ პლატფორმა თქვენი და მომხმარებლების სრული დაცვით. კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ.