×

ქაოსს დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა

პროდუციის შეკვეთა ან გამოქვეყნრბას ვერ შეძლებთ

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

დახმარების გვერდზე დაბრუნება

გაყიდვების წესები და გამყიდველი ონლაინ მაღაზიის ქცევის კოდექსი  

ონლაინ მაღაზიები ვალდებული არიან , რომ დაიცვან მითითებები „ქაოსის“ გამოყენებისას. გამყიდველის მხრიდან დარღვევებმა ან აკრძალური კონტენტის შეთავაზებამ, შეიძლება გამოიწვიოს მისი ანგარიშის დაბლოკვა.

ქაოსის ვებგვერდის ბოროტად გამოყენება ქაოსზე გაყიდვა შეუძლია ნებისმიერ გამყიდველს, რომელიც ქმნის ქართულ ნივთებს. თუ გამყიდველი განმეორებით ატვირთავს არაპროპორციულად დიდი რაოდენობის მონაცემებს, ან სხვაგვარად გამოიყენებს ვებსაიტს არასათანადოდ, ამან შეიძლება გამოწვიოს ვებგვერდის არაპროპორციული დატვირთვა და გავლენა მოახდინოს სხვა გამყიდველების წვდომაზე ვებგვერდთან. მსგავსმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამყიდველის დაბლოკვა.  

გამყიდველების ქცევის კოდექსი ქაოსზე ჩვენ ვცდილობთ უზრუნვევყოთ სამართლიანი და სანდო სავაჭრო გარემო. ჩვენ ველით რომ თქვენ დაიცავთ გამყიდველის ქცევის ქვემოთ აღწერილ პრინციპებს:

  • დაიცავით ყველა მოქმედი კანონი და მიყევით ქაოსის ყველა მითითებას.
  • განაახლეთ თქვენი ანგარიშის ინფორმაცია.
  • არ წარმოაჩინოთ საკუთარი თავი არასწორად.
  • ყოველთვის იმოქმედეთ ისე, რომ ქაოსის მომხმარებლებმა შესყიდვა სანდოდ აღიქვან.
  • ნუ გაყიდით პროდუქტს, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქაოსის მომხმარებლებს.
  • თავი შეიკავეთ შეცდომაში შემყვანი , შეუსაბამო ან შეურაცხმყოფელი ქცევისგან. ეს ეხება ნებისმიერ საქმიანობას. მოიცავს:
  1. შეუსაბამო ან შეურაცხმყოფელი ინფორმაცია თქვენს შესახებ, თქვენს ანგარიშში;
  2. შეუსაბამო ან შეურაცხმყოფელი ინფორმაცია შეთავაზებებში, შინაარსში ან სურათებში;
  3. შეუსაბამო ან შეურაცხმყოფელი კომუნიკაცია თქვენსა და ქაოსს შორის ან თქვენ და ჩვენს მომხმარებლებს შორის.
  • იყავით ყოველთვის სამართლიანი. არასამრთლიანი ქცევა მოიცავს , თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგით:
  1. ქცევა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს როგორც მანიპულაცია ან “თამაში”,ყიდვა გაყიდვის პროცესში, მომხმარებლების რეცენზიებით მანიპულირებაში, პირდაპირ და არაპირდაპირ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით.
  2. შეცდომაში შეყვანა ან არაავთენტურ კონტენტში აქტივობა, რომელიც შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც ქაოსის შედეგების და გაყიდვების რეიტინგებით მანიპულირების მცდელობა.
  3. ქმედებები, რომლებიც განზრახ ზიანს აყენებს სხვა გამყიდველს, მათ განცხადებებს ან მათ რეიტინგებს.
  • შექმენით მხოლოდ ერთი ანგარიში და უზრუნველყავით მისი სწორი მართვა.