×

ქაოსს დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა

პროდუციის შეკვეთა ან გამოქვეყნრბას ვერ შეძლებთ

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

დახმარების გვერდზე დაბრუნება

გამყიდველის აკრძალული საქმიანობა

 

აკრძალული აქტების და ქმედებების სია შეიქმნა გამყიდველების პროგრამისთვის, მყიდველთა უსაფრთხოების და პროდუქტების/მომსახურების შემთავაზებელი გამყიდველების თანასწორობის უზრუნველსაყოფად.

 

 

ზოგადი წესები და პირობები

შემდეგი მითითებები ვრცელდება როგორც პროდუქციის, ასევე მომსახურების გამყიდველებზე. პროდუქტებისა და სერვისების მითითებები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

 

ტრანზაქციების ან მყიდველების გადამისამართების მცდელობა:

ნებისმიერი მცდელობა, აუაროთ გვერდი ქაოსს გაყიდვის პროცესში ან გადაამისამართოთ ქაოსის მომხმარებელი სხვა ვებსაიტზე, ან გაყიდვების პროცესის გადამისამართების ნებისმიერი მცდელობა , აკრძალულია. კერძოდ, დაუშვებელია რეკლამები, სარეკლამო შეტყობინებები, სპეციალური შეთავაზებები და მოქმედებისკენ მოწოდებები, რომლებიც აიძულებენ ან წაახალისებენ ვიზიტორებს დატოვონ ქაოსის ვებგვერდი. ეს მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

 

  • საკუთარი ელ.ფოსტის მისამართის,ტელეფონის ნომრის ან სხვა საკონტაქტო საშუალების მომხმარებლისთვის გადაცემა ქაოსის გაყიდვების პროცესიდან მომხმარებლების გადამისამართების მიზნით ;
  • ჰიპერბმულების, URL-ების ან ინტერნეტ-მისამართების ჩართვა გამყიდველის მიერ გენერირებული დადასტურების ელფოსტის შეტყობინებებში ან აღწერილობის ველებში პროდუქტებისა და შეთავაზებებისთვის, რომლის მიზანია მომხმარებლების გადამისამართება ქაოსის-ის გაყიდვების პროცესიდან.

 

კომპანიის არაავტორიზებული და არასწორი სახელები

თქვენი კომპანიის სახელი (რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი ბიზნესის იდენტიფიცირებისთვის ქაოსზე-ზე) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ის ზუსტად უნდა ახდენდეს თქვენი როგორც გამყიდველის იდენტიფიცირება, არ უნდა იყოს ორაზროვანი და თქვენ უნდა გქონდეთ უფლება გამოიყენოთ ეს სახელი (ესე იგი სახელი არ უნდა შეიცავდეს მესამე მხარის სავაჭრო ნიშანს და არ უნდა იყოს მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრება და არ უნდა არღვევდეს მათ). გარდა ამისა, თქვენ არ უნდა გამოიყენოთ კომპანიის სახელი, რომელიც შეიცავს ვებ გვერდების და ელ ფოსტების დაბოლოებებს, როგორიცაა .com, .net, .biz და ა.შ.

 

არასათანადო ელ. კომუნიკაცია:

აკრძალულია ქაოსის მომხმარებლისთვის არასასურველი ელ.წერილების გაგზავნა (თუ არ არის საჭირო ტრანსპორტირებისა და შესაბამისი მომხმარებლის მომსახურებისთვის) და მარკეტინგთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ელ.წერილის გაგზავნა.

 

მომხმარებელთა ნომრების სათანადო გამოყენება:

გამყიდველებს რომლებიც თავად აგზავნიან შეკვეთებს , შეკვეთების დასამუშავებლად და ტრანსპორტირების განსახორციელებლად, ქაოსი შემკვეთი მომხმარებლების ტელეფონის ნომრებზე აძლევს წვდომას. თუ თქვენ გაქვთ წვდომა ამ მონაცემებზე, თქვენ უნდა დაიცვათ ქაოსის კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ გამყიდველის ხელშეკრულებაში.

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი წესები და შენიშვნები და დარწმუნდით, რომ სწორად იყენებთ კლიენტების ტელეფონის ნომრებს.

 

  • მომხმარებელთა ნომრების სწორად გამოყენება:
  • თუ თქვენ იყენებთ სატრანსპორტო კომპანიას, მიაწოდეთ ტელეფონის ნომერი მას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.
  • არ შეინახოთ მომხმარებლების ნომრები და წაშალეთ ისინი მისი გამოყენების შემდეგ.
  • მიაქციეთ ყურადღება , თუ ვის აქვს წვდომა მომხმარებელთა ნომრებზე თქვენს კომპანიაში – ამ მონაცემების დაცვა თქვენი პასუხისმგებლობაა.

 

  • მომხმარებლის ნომრების არასწორი გამოყენება:
  • არასოდეს გამოიყენოთ ტელეფონის ნომერი მომხმარებელთან დასაკავშირებლად. გამოიყენეთ მხოლოდ შეკვეთაში არსებული მყიდველ-გამყიდველის შეტყობინებების განყოფილება, რათა დაუკავშირდეთ მომხმარებელს მის შეკვეთასთან დაკავშირებით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია შეკვეთის დამუშავებასთან და მომხმარებელთან დაკავშირებასთან დაკავშირებით.
  • არასოდეს მისცეთ მომხმარებლების ტელეფონის ნომრები გარე პირებს.

პირდაპირი კავშირი მომხმარებელთან:

  1. ქაოსზე მომხმარებელთან დაკავშირების ორი გზა არსებობს, შეკვეთაში არსებული შეტყობინებების განყოფილება კონკრეტული შეკვეთის ინფორმაციის გასაცვლელად.

(არასოდეს გამოიყენოთ შეკვეთაში მითითებული ინფორმაცია რამეში, გარდა ტრანსპორტირების უზრუნველყოფისთვის. ნებისმიერი ინფორმაციის მიღება და გაცემა უნდა მოხდეს შეკვეთაში არსებული შეტყობინებების ბლოკიდან.)

  1. შეტყობინებები მომხმარებლებისგან, სადაც მომხმარებელი თავად იწერება გარკვეული კითხვით.  

(თუ მომხმარებელი თავად დაგიკავშირდათ და დაგისვათ კითხვა “შეტყობინებები მომხმარებლებისგან” განყოფილებაში, არასოდეს მოსთხოვოთ მას მისი პირადი ინფორმაცია და არ ეცადოთ გაიყვანოს ის ქაოსის გარეთ.)

ქაოსის გაყიდვების სერვისის ბოროტად გამოყენება:

ქაოსის ვებგვერდი ხელმისაწვდომია ნებისმიერი გამყიდველისთვის, ვინც ქმნის ქართულ პროდუქციას. თუ გამყიდველი განმეორებით ატვირთავს არაპროპორციულად დიდი რაოდენობის მონაცემებს, ან სხვაგვარად გამოიყენებს ვებსაიტს არასათანადოდ, ამან შეიძლება გამოწვიოს ვებგვერდის არაპროპორციული დატვირთვა და გავლენა მოახდინოს სხვა გამყიდველების წვდომაზე ვებგვერდთან. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია გამყიდველი დაიბლოკოს.