×

ქაოსს დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა

პროდუციის შეკვეთა ან გამოქვეყნრბას ვერ შეძლებთ

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

დახმარების გვერდზე დაბრუნება

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

რა პერსონალურ ინფორმაციას აგროვებს ქაოსი მომხმარებლებისგან? ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პირად ინფორმაციას, პროდუქციის მოწოდებისთვის და სერვისების გაუმჯობესებისთვის. ჩვენ ვაგროვებთ შემდეგი კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას:

  • ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით: ჩვენ ვაგროვებთ და ვინახავთ ყველა ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გვაწვდით ქაოსის სერვისებთან დაკავშირებით. თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ არ მოგვაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ ვერ იყენებთ ქაოსის ბევრ სერვისს.
  • ავტომატური ინფორმაცია: როგორც კი თქვენ იყენებთ ქაოსის სერვისებს, ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ და ვინახავთ გარკვეულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენს ინტერაქციას კონტენტთან და სერვისებთან, რომლებიც ხელმისაწვდომია ქაოსის სერვისების მეშვეობით. სხვა საკითხებთან ერთად, ისევე როგორც მრავალი სხვა ვებსაიტი, ჩვენ ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ „ქუქი-ფაილებს“ და სხვა ინდივიდუალურ იდენტიფიკატორებს და ვიღებთ გარკვეულ ინფორმაციას, როგორც კი თქვენი ვებ ბრაუზერი ან მოწყობილობა წვდება ქაოსის სერვისებსა და სხვა კონტენტს.
  • ინფორმაცია სხვა წყაროებიდან: ჩვენ ზოგჯერ ასევე ვიყენებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას სხვა წყაროებიდან, მაგ:. განახლებული მისამართის ინფორმაცია , რომელსაც ვიყენებთ ჩვენი ჩანაწერების გამოსასწორებლად და თქვენი შემდეგი შესყიდვის ტრანსპორტირების გასაადვილებლად.

რა მიზნებისთვის ამუშავებს ქაოსი თქვენს პირად ინფორმაციას? ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პირად ინფორმაციას, ქაოსის სერვისების გასაუმჯობესებლად:

  • პროდუქტებისა და სერვისების ყიდვა და მიწოდება. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას შეკვეთების მისაღებად და დასამუშავებლად, პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებისთვის, გადახდების დასამუშავებლად და თქვენთან კომუნიკაციისთვის შეკვეთებთან, პროდუქტებთან, სერვისებთან და სარეკლამო შეთავაზებებთან დაკავაშირებით.
  • პრობლემების და ხარვეზების გამოსასწორებლად და სერვისის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ფუნქციების უზრუნველსაყოფად, მუშაობის გასაანალიზებლად, შეცდომების გამოსასწორებლად და ქაოსის სერვისების გამოყენებადობისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
  • რეკომენდაციები და პერსონალიზაცია. ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პირად ინფორმაციას, რათა გირჩიოთ ფუნქციები, პროდუქტები და სერვისები, რომლებიც შეიძლება იყოს თქვენთვის საინტერესო, განვსაზღვროთ თქვენი პრეფერენციები და მოვახდინოთ თქვენი ქაოსთან ურთიერთობის პერსონალიზირება.
  • სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად. მაგალითად, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას გამყიდველებისგან მდებარეობისა და მათი საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაცია პირადობის დადასტურებისა და სხვა მიზნებისთვის.
  • თქვენთან კომუნიკაცია. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას სხვადასხვა არხებით (მაგ. ტელეფონით, ელ. ფოსტით, ჩატით) თქვენთან კომუნიკაციისთვის.
  • ჩვენ ვიყენებთ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი ურთიერთქმედება ქაოსის ვებსაიტებთან, კონტენტთან ან სერვისებთან ინტერესებზე დაფუძნებული რეკლამის ჩვენებისთვის, იმ ფუნქციების, პროდუქტებისა და სერვისებისთვის, რომლებიც შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს. თუმცა ჩვენ არ ვახდენთ თქვენს იდენტიფიკაციას ინტერესებზე დაფუძნებული რეკლამის საჩვენებლად.
  • თაღლითობის პრევენცია და საკრედიტო რისკები. ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ ინფორმაციას თაღლითობისა და ქაოსის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაჩენად, ჩვენი მომხმარებლების, ქაოსის და მესამე მხარის უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ქულების შეფასების პროცესები საკრედიტო რისკების შესაფასებლად და დასაძლევად.
  • მიზნები, რისთვისაც ჩვენ ვიღებთ თქვენს თანხმობას. ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ თქვენი თანხმობა თქვენი პირადი ინფორმაციის დამუშავებაზე სპეციალური მიზნით, რომელსაც გაგიზიარებთ. თუ თქვენ ეთანხმებით თქვენი პირადი ინფორმაციის დამუშავებას კონკრეტული მიზნით, შეგიძლიათ თავისუფლად გააუქმოთ თქვენი თანხმობა ნებისმიერ დროს და ჩვენ შევწყვეტთ თქვენი ინფორმაციის დამუშავებას ამ მიზნით.

  გასცემს ქაოსი პერსონალურ ინფორმაციას? ინფორმაცია ჩვენი მომხმარებლების შესახებ ჩვენი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, ჩვენი ბიზნესის ნაწილი არ არის ჩვენი მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გაყიდვა. ჩვენ ვუზიარებთ მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ ქაოსის სხვადასხვა ორგანოებს ან ვაზიარებთ იმ მიზეზებით რომლებიც აღწერილია ქვემოთ: მესამე მხარე – მეწარმეები: ქაოსი საშუალებას აძლევს მესამე მხარეს ( ქართველ მეწარმეებს), გამოიყენონ ქაოსის სერვისები. როცა თქვენ ანთავსებთ შეკვეთას, თქვენი პირადი ინფორმაცია გადაეცემა გამყიდველს, ვინაიდან ეს ინფორმაცია საჭიროა შეკვეთის დასამუშავებლად და პროდუქტის თქვენამდე მოსატანად. მეწარმეებს არ აქვთ უფლება გამოიყენეონ ეს ინფორმაცია სხვა მიზნებით. გარდა ამისა, ისინი ვალდებულნი არიან მოეპყრონ ინფორმაციას მონაცემთა დაცვის შესაბამისი კანონის შესაბამისად. ქაოსისა და მესამე მხარეების დასაცავად: ჩვენ ვამხელთ კლიენტების ანგარიშებს და პირად ინფორმაციას კლიენტების შესახებ, როდესაც ამას კანონი გვავალებს, ან როდესაც ეს საჭიროა ქაოსის უფლებების დასაცავად.   ყველა სხვა შემთხვევაში, ჩვენ შეგატყობინებთ, თუ პერსონალური ინფორმაცია გადაეცემა მესამე პირებს. ეს გაძლევთ შესაძლებლობას გადაწყვიტოთ, გსურთ თუ არა თქვენი ინფორმაციის გაზიარება მესამე მხარისთვის.   რა ინფორმაცია შემიძლია ვნახო? თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ინფორმაცია ჩვენი ვებსაიტის “ჩემი კაბინეტი”-ს განყოფილებაში. ეს ინფორმაცია მოიცავს თქვენს სახელს, მისამართს, პროფილის ინფორმაციას და წარსულ შეკვეთებს.   რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პირად ინფორმაციას? ჩვენ ვინახავთ თქვენს პირად ინფორმაციას იმისთვის რომ თქვენ შეძლოთ ქაოსის სერვისებით სარგებლობა. ჩვენ ამ ინფორმაციას ვინახავთ მანამ, სანამ ის აუცილებელია ზემოთ აღწერილი მიზნების განსახორციელებლად ან კანონით მოთხოვნილი ვადით. ჩვენ ვინახავთ თქვენი შეკვეთების ისტორიას, რათა თქვენ შეძლოთ გადახედოთ მათ სურვილის შემთხვევაში და ხელმეორედ შეუკვეთოთ, გადახედოთ მისამართებს რომლებიც მითითებული გაქვთ და ამით გაიმარტივოთ შეკვეთა. კონკრეტულ შეკვეთებში თქვენი პირადი ინფორმაცია რჩება შეკვეთის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ შეკვეთიდან ინფორმაცია იშლება და ჩვენთვისაც ისევე როგორც თქვენთვის ან მესამე მხარისთვის (გამყიდველი), ეს ინფორმაცია მიუწვდომელი ხდება.     კონტაქტები, შენიშვნები და ცვლილებები. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ქაოსზე მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით ან გსურთ დაუკავშირდეთ პასუხისმგებელ ორგანოს, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი მოთხოვნის რაც შეიძლება ზუსტი აღწერა და ჩვენ ვეცდებით მოვაგვაროთ თქვენი პრობლემა. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტით : support@chaos.ge. ჩვენი ბიზნესი მუდმივად იცვლება, ისევე როგორც ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ჩვენ გირჩევთ რეგულარულად ეწვიოთ ჩვენს ვებსაიტს და გაითვალისწინოთ ნებისმიერი ცვლილება. თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ინფორმაციის გამოყენება, რომელიც ჩვენ გვაქვს თქვენს ანგარიშებზე, ექვემდებარება მონაცემთა დაცვის ამ დეკლარაციას. ჩვენ ვიცავთ თქვენს ინფორმაციას და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ოდესმე განვახორციელებთ მნიშვნელოვან ცვლილებებს ამ დეკლარაციაში, რაც გამოიწვევს უკვე მიღებული მომხმარებლის მონაცემების უფრო სუსტ დაცვას, შესაბამისი მომხმარებლების თანხმობით.

 

წესები და პირობები

 

 

 

მოგესალმებით Chaos.ge ზე, რომელიც წარმოადგენს შპს „ქაოსის“ საკუთრებას. ჩვენ გაგაცნობთ ვებგვერდის ფუნქციებს, პროდუქტებს და სხვადასხვა მომსახურებებს, რომლებსაც თქვენ შეხვდებით საიტის გამოყენებისას და პროდუქციის შეძენისას. ქაოსის სერვისების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით შემდეგ პირობებზე. ქვემოთ მოცემულია წესები და პირობები. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მათ.

  1. საერთო პირობები
  1. შპს „ ქაოსი“ არის შუამავალი სხვადასხვა გამყიდვლებს, ონლაინ მაღაზიებსა და მომხმარებლებს შორის. შპს „ ქაოსი“ არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის ხარისხზე, მიტანის და გარანტიის პირობებზე.
  2. თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია ამ საიტზე შესვლა და მისი გამოყენება ესე იგი თქვენ ეთანხმებით ჩვენი ხელშეკრულების პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პირობებს, ხელშეკრულების პირობებთან და შემდგომში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ: შპს „ქაოსს“ support@chaos.ge

 

  1. ტერმინთა განმარტება:

ა) ჩვენ – შპს “ქაოსი“ (ს/კ 405468186), შემდგომში -კომპანია; ბ) თქვენ – ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საიტის მომსახურებით. გ) მყიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ყიდულობს პროდუქტს; დ) გამყიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია ასეთად და ყიდის პროდუქტს; ე) მომხმარებელი – მყიდველი ან/და გამყიდველი; ვ) ხელშეკრულება – წინამდებარე დოკუმენტი; ზ) პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია – ინფორმაცია, რომელიცც იძლევა პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას. თ) არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია – ინფორმაცია, რომელიც არ იძლევა პირის  იდენტიფიკაციის შესაძლებლობას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ სანავიგაციო პროგრამის (browser) სახეობას, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP” მისამართს.

  1. ზოგადი დებულებები
  1. ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ:
  • ხართ სრულწლოვანი 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, ან 16 წელს მიღწეული პირი და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისაგან დადოთ წინამდებარე ხელშეკრულება, მიიღოთ ვებგვერდის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი გადახდები ან კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი და რეგისტრირებული იურიდიული პირი;
  • დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს;
  • წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;
  • დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;
  • მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშებს, რათა დაცული იყოს თქვენი პირადი ანგარიშის ინფორმაცია;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისაკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისაკენ;
  • არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და გვერდს;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებგვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით;

 

  1. რეგისტრაცია

პროდუქტის შეძენა შესაძლებელია საიტზე პროდუქტის შეკვეთის საფუძველზე (რეგისტრაციის შემდეგ)

  • რეგისტრაციის ან საიტზე ინფორმაციის შეყვანის შემთხვევაში თქვენ ეთანხმებით იმას, რომ წარადგენთ მხოლოდ ზუსტ, სრულ სარეგისტრაციო ინფორმაციას, და მოახდენთ ამ ინფორმაციის განახლებას თუ ის შეიცვლება. დარეგისტრირებისას თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ მანდატს სისტემაში ავტორიცაზიისათვის (თქვენი სახელით და პაროლით შესვლა „ანგარიშს”).
  • რეგისტრაციის შემდგომ დარეგისტრირებული პირი პასუხისმგებელია მისი ანგარიშიდან განხორციელებულ თითოეულ ქმედებაზე;

 

  1. შეკვეთის მიღება

შეკვეთის მიღების ვადები, მოტანის პირობების და საფასური მთლიანად დამოკიდებულია გამყიდველზე.

  1. მიტანის სერვისი:

მიტანის სერვისის ჩართვა chaos.ge – ის სისტემის მხრიდან, შესაძლებელია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. შპს „ქაოსი“ არ იღებს პასუხისმგებლობას მიტანის სერვისებზე. პროდუქციის წარმოება და მომხმარებლამდე მიტანა, მთლიანად იმ გამყიდველებისა და ონლაინ მაღაზიების პასუხისმგებლობაა, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი მომსახურებით.

  1. შეკვეთის გაუქმება

 შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, თუ შეკვეთის გაუქმება მოხდა მყიდველის ბრალით, ბანკის მიერ ჩამოჭრილი საკომისიო 3.5% (მინ. 50 თეთრი) , მომხმარებელს არ დაუბრუნდება.

  1. შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე

 

  1. ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე
  2. .ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ ამ ვებგვერდით მიწოდებული მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე.
  3. ჩვენგან ვერ მიიღებთ იმ მომსახურებას, რომელიც არღვევს კანონმდებლობას. ამასთანავე, აკრძალულია ჩვენი სისტემების ან ამ ვებგვერდის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედის ჩვენ სისტემებში არასანქცირებული შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება.
  4. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენს მიერ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ და გადავცეთ:

1) ჩვენთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს 2) ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობით; და 3) შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას. თქვენს მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.

  1. პასუხისმგებლობის შეზღუდვა:
  1. ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ ვებგვერდთან დაკავშირებით; მათ შორის შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (browser) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი პირობების გამო. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებგვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა , რომ თქვენ ვერ შეძლოთ მომსახურების მიღება და ოპერაცია დასრულდეს წარმუმატებლად.
  2. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ ვებგვერდის გამოყენებისაგან/მომსახურების მიღებისაგან.
  3. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად თქვენ მაინც აგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას, ჩვენ არ გვეკისრება პასუხისმგებლობა დამდგარ შედეგებსა და რისკებზე.

 

  1. მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და მისი გამოყენების პირობები
  1. ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
  2. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა (როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, (იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი) ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი), როდესაც თქვენ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ერთვებით რაიმე აქტივობაში, როგორიცაა მაგალითად ანგარიშის გახსნა, ჩვენთან პროდუქტის შეძენა/გაყიდვა.
  • ნებისმიერი სახის ტრანზაქციისას ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია.
  • ბარათის დეტალები არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე.
  • თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენს მიერ შესაძლებელია გამოყენებული იქნას: თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად; სტატისტიკური მონაცემების მოსაგროვებლად, მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით; ვებგვერდის მართვისთვის; სპეციალური შემოთავაზების გასაკეთებლად, რომელმაც შესაძლოა დაგაინტერესოთ და თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად.
  1. ჩვენ ან/და ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ იმყოფებით ჩვენს ვებგვერდზე.
  2. ჩვენ შეიძლება გავანდოთ ან მივაწოდოთ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს. ყოველივე ზემოაღნიშნული გამიზნულია თქვენი მისაღები მომსახურების გასაუმჯობესებლად.

 

  1. ინფორმაციის განახლება და შეცვლა:
  1. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ვებგვერდზე თქვენი ანგარიშის შესაბამის განყოფილებაში შესვლით.
  2. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ განაახლოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია მისი შეცვლის შემთხვევაში.
  3. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძველ ტრანზაქციებს, თქვენ ვერ წაშლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ვებგვერდზე განხორციელებულ ძველ ტრანსაქციებთან.
  4. ჩვენთვის შეიძლება შეუძლებელი გახდეს მთელი თქვენი ინფორმაციის წაშლა, რადგან ჩვენ პერიოდულად ვახდენთ ინფორმაციის დარეზერვებას.
  5. თქვენი ბარათის ინფორმაცია არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, არამედ განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს დაწესრიგდება კანონმდებლობის შესაბამისად.

 

  1. მომხმარებლის არჩევანი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე

თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ინფორმაციის დამატებითი წარმოდგენისაგან. თუმცა ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება აუცილებელი გახდეს, თუ თქვენ ჩაერთვებით ვებგვერდზე არსებულ რაიმე აქტივობაში.

  1. ინფორმაციის უსაფრთხოება
  1. ჩვენ ვატარებთ მრავალ უსაფრთხოების ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად.
  2. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ მესამე პირებს არ გაანდოთ თქვენი პაროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვთავისუფლდებით ყოველგვარი ზიანის ანაზღაურებისგან.
  3. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი.
  4. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია თქვენს ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის იგი ხელმისაწვდომი არ არის, რადგან თქვენი ბარათი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმენაირ გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი მესამე მხარის ქმედებებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია.
  5. ნებისმიერი ურთიერთობა თქვენსა და “შპს ქაოსს ” – ს შორის, როგორიცაა ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით მიმოწერა, სადაც თქვენ წარმოადგენთ რჩევებს ან კომენტარებს ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებასა ან შეცვლასთან დაკავშირებით, ჩაითვლება ჩვენს მიერ როგორც არაკონფიდენციალური და არასაკუთრებრივი ინფორმაცია. წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ გამოთქვამთ თანხმობას, რომ ასეთი ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენს მიერ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

 

  1. სხვა დებულებები

თუ ამ ხელშეკრულების რომელიმე დებულება იქნება უკანონო, ბათილი ან არააღსრულებადი სხვა მიზეზების გამო, მაშინ ეს დებულება განიხილება, როგორც სხვა დებულებებისაგან განცალკევებული და არ იმოქმედებს ხელშეკრულების დარჩენილი დებულებების ნამდვილობასა და აღსრულებაზე.

  1. დავის გადაწყვეტა

ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი სახის დავა მხარეთა შორის გადაწყდება სასამართლოში.   15. ონლაინ შესყიდვის პროცედურა

  • შეკვეთების მიღება ხდება ყოველდღე 24 საათის განმავლობაში.
  • ონლაინ შესყიდვისთვის უნდა აირჩიოთ სასურველი პროდუქტი და ჩააგდოთ ვირტუალურ კალათში;
  • ნავიგაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კატეგორიები და ქვე-კატეგორიები; მარტივი ძებნისთვის საძიებო სიტყვა ჩაწერეთ ველში „მე ვეძებ“.

13. გარანტია და დაბრუნების პოლიტიკა პროდუქციის ხარისხზე და გარანტიაზე, შპს „ ქაოსი“ იხსნის სრულ პასუხისმგებლობას, ვინაიდან ეს საკითხები მთლიანად დამოკიდებული გამყიდველზე, რომელიც ყიდის ქაოსის გავლით.