×

ქაოსს დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა

პროდუციის შეკვეთა ან გამოქვეყნრბას ვერ შეძლებთ

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

დახმარების გვერდზე დაბრუნება

აოსზე გაყიდვის საკომისიოს წესები და პირობები

გაყიდვების გადასახადი როდესაც თქვენ ყიდით საქონელს, მყიდველს ჩამოეჭრება შესყიდვის ფასი (ეს მოიცავს ნივთის ფასს და ტრანსპორტირებას, საჩუქრის შეფუთვას ან სხვა გადასახადებს). მიწოდების ხარჯების და თანხების დაწესება ხდება თქვენს მიერ (თუ ჩვენ არ გვაქვს საკურიერო ან არ გვაქვს გაფორმებული არსებულ საკურიეროებთან ხელშეკრულება).   ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი ქაოსზე გაყიდვისთვის ქაოსზე ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადი გამყიდველისთვის არ არსებობს. თუმცა ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დავაწესოთ ის ნებისმიერი ოდენობით თქვენთან შეუთანხმებლად, თუმცა თქვენი გაფრთხილებით არაუგვიანეს 30 დღის ვადაში.   გაყიდვების საკომისიო თითო ნივთზე გამყიდველები ყოველ გაყიდულ პროდუქტზე იხდიან გამომუშავებული ღირებულების პროცენტს (10%). ქაოსი იტოვებს უფლებას შეცვალოს პროცენტული გადასახადი თქვენთან შეუთანხმებლად, თუმცა თქვენი გაფრთხილებით არაუგვიანეს 30 დღის ვადაში.   ანხის დაბრუნება მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნებისას, მომხმარებელს დაუბრუნდება სრული გადახდილი თანხა გარკვეულ შემთხვევებში ტრანსპორტირების თანხის ჩათვლით ან გამოკლებით, ხოლო თქვენ გარკვეულ შემთხვევებში დაგეკისრებათ ქაოსისთვის 10% იანი დანაკლისის ანაზღაურება.   გამომუშავებული თანხის გატანის საკომისიო გამომუშავებული თანხის გატანისას, თუ თქვენი ანგარიშის ნომერი ეკუთვნის რომელიმე ბანკს გარდა საქართველოს ბანკისა, თქვენ ჩამოგეჭრებათ გატანის საკომისიო 0,90 თეთრი.