×

ქაოსს დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა

პროდუციის შეკვეთა ან გამოქვეყნრბას ვერ შეძლებთ

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

ყველა დამხმარე თემა

ქაოსი ონლიან პლატფორმა - პროდუქტები


ქაოსი ქართველი მეწარმეებისთვის შექმნილი პლატფორმაა და აქ პროდუქტის განთავსება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ქაოსის კატეგორიები მრავალფეროვანია, ის მოიცავს როგორც სამკაულებს, ტანსაცმელებს და ჩანთებს, ასევე ხელნაკეთ დეკორატიულ ნივთებს და ალკოჰოლურ სასმელებსაც კი.

პროდუქტის შემქმნა ონლაინ მაღაზიისთვის, ქაოსის გამოყენებით სუპერ ადვილია. მას შემდეგ, რაც დაარეგისტრირებთ თქვენს მაღაზიას ქაოსის პლათფორმაზე, თქვენ შეგიძლიათ მარტივად შექმნათ პროდუქტი და დაარედაქტიროთ ის თქვენი მაღაზიის კაბინეტის გამოყენებით.

ასე რომ, გადახედეთ ამ სტატიას, რათა პროდუქციის შექმნის პროცესს გაეცნოთ:

შექმენით პროდუქტი

პროდუქტის შესაქმნელად, გადადით მაღაზიის კაბინეტში და დააჭირეთ პროდუქტებს მარცხენა მენიუდან. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ახალი პროდუქტების დამატება ზედა მარჯვენა კუთხეში.

გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც შეძლებთ შექმნათ ახალი პროდუქტი ყველა დეტალის მითითებით.

ძირითადი დეტალები

პროდუქტის შესახებ ძირითადი ინფორმაციაა სათაური, ფასი, აღწერა. ფასდაკლების ფასი არჩევითია. თქვენ შეგიძლიათ დანიშნოთ ფასდაკლება გარკვეული დროით. ასევე შეგიძლიათ შეიყვანოთ დაწყების თარიღი და დასრულების თარიღი, და გამოიყენოთ პროდუქტის ავტომატური ფასდაკლება. ორივე კატეგორია და ტეგები შექმნილია ადმინისტრატორის მიერ. გამყიდველს კი შეუძლია აირჩიოს ისინი, მისი პროდუქტის ძიების გასამარტივებლად. ასევე შესაძლებელია საკუთარი ტეგის შექმნა და მითითება პროდუქტზე.

პროდუქტის ტიპის შერჩევა - მარტივი პროდუქტი

ამ ტიპის პროდუქციას არ აქვს ვარიაციები. არის მარტივი, ერთიანი და დამოუკიდებელი, რომელიც არ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას სხვადასხვა ვარიანტის განსაზღვრისათვის.

პროდუქტის ტიპის შერჩევა - ვარიაციული პროდუქტი

ვარიაციული პროდუქტის შესაქმნელად, აირჩიეთ პროდუქტის ტიპში ვარიუაციული. ამის შემდეგ გამოჩნდება ახალი ველები, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ ვარიაციები. ვარიაციის ატრიბუტები შეგიძლიათ აირჩიოთ ადმინისტრაციის მხრიდან დამატებულებიდან, ან შექმნათ თავად. ამისთვის ატრიბუტებსა და ვარიაციებში დააჭირეთ ღილაკს დაამატეთ ატრიბუტი. თუ კი არ გსურთ ყველა ატრიბუტის გამოყენება, რომელიც მითითებულია პროდუქტში, თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ ან დაამატოთ ისინი.

მარაგი

რა არის კოდი?

პროდუქტის მარაგის მენეჯმენტის ჩართვა

ვთქვათ, თქვენ აწარმოებთ სამკაულებს,  გაქვთ 10 ცალი ბეჭედი და არ გსურთ მიიღოთ 10 შეკვეთაზე მეტი ამ პროდუქტისთვის. თუ ჩართავთ მარაგის მენეჯმენტს და შეიყვანთ 10-ს რაოდენობის ველში, მაშინ 10 ერთეულის შეკვეთის შემდეგ, ეს პროდუქტი ავტომატურად აჩვენებს შეტყობინებას, რომ ყველა გაყიდულია და მარაგში არ არის.

მაგრამ, თქვენ შეიძლება გსურდეთ წინასწარი შეკვეთების მიღება, სანამ პროდუქტის შემდეგ პარტიას დაამზადებთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ნება დართოთ სისტემას გააფორმოს შეკვეთები მაშინაც კი, თუ მარაგი ამოიწურება. 

ამისთვის კითხვის “

ტრანსპორტირება

იმისთვის, რომ ტრანსპორტირება ფუნქციონირებდეს თქვენი პროდუქტებისთვის, პირველ რიგში შეიყვანეთ სისტემაში ტრანსპორტირების პარამეტრები. (დამატებითი ინფორმაცია)

მას შემდეგ რაც ტრანსპორტირების პარამეტრებს სრულყოფილად შეავსებთ, შეგიძლიათ დაარედაქტიროთ ეს ინფორმაცია თითოელი კონკრეტული პროდუქტისთვის სურვილის შემთხვევაში.

ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტრანსპორტირების წონითი კატეგორიები, თუ თქვენ სხვადასხვა წონის პროდუქტისთვის სხვადასხვა მიტანის ფასის დაწესება გსურთ, ამისთვის პირველ რიგში უნდა მიუთითოთ სხვადასხვა ფასები წონის კატეგორიებისთვის ტრანსპორტირების პარამეტრებში. შემდეგ კი აირჩიოთ პროდუქტისთვის, რომელ წონით კატეგორიას მიეკუთვნება ის. მაგალითისთვის, სამკაულებს, წონა დიდი არ აქვთ და მისი გადაზიდვა შეიძლება 3 ლარი ჯდებოდეს, ხოლო ჩანთის ტრანსპორტირების ფასი 6 ლარამდე გაიზარდოს, მისი წონის გამო. სწორედ ამისთვისაა შექმნილი ეს ფუნქცია.

შეცვალე შენი მაღაზიის ტრანსპორტირების პარამეტრები ამ პროდუქტისთვის

მოცემული ველის მონიშვნა, შესაძლებლობას გაძლევთ შეცვალოთ გაწერილი ტრანსპორტირების პარამეტრები კონკრეტული პროდუქტისთვის. “დამატებითი გადასახადი” – ში მითითებული თანხა დაემატება იმ თანხას, რომელიც მითითებული გაქვთ ტრასპორტირების პარამეტრებში. “დამატებითი გადასახადი ყოველ დამატებით პროდუქტზე” ის თანხაა რომელიც რამდენიმე მსგავსი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში დაემატება ტრანსპორტირებისთვის ყოველი დამატებით ერთეულზე. ” ” -ში თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტულად ამ პროდუქტისთვის საჭირო გამზადების დრო.

სხვა პარამეტრები

პროდუქტის სტატუსი: პროდუქტის სტატუსი განსაზღვრავს გამოქვეყნებულია პროდუქტი , თუ შენახულია მომავალი დამუშავებისთვის.

ხილვადობა: ხილვადობის ფუნქცია ძალიან გავს სტატუსის ფუნქციას, თქვენ შეგიძლიათ დამალოთ ან გამოაჩინოთ თქვენი გამოქვეყნებული პროდუქტი.

შენიშვნა: შენიშვნაში თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი იმეილით მიიღებს პროდუქტის შეკვეთის შემთხვევაში.

ახალი მაღაზიები

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ახალი დარეგისტრირებული მაღაზიის პროდუქცია არ გამოქვეყნდება დაუყოვნებლივ. მაღალი ხარისხის შენარჩუნების მიზნით, მას ჯერ ქაოსის სპეციალური ჯგუფი დაადასტურებს. დადასტურებისთანავე თქვენ მიიღებთ მეილს ინფორმაციით.

მაინც დახმარება გჭირდებათ? დაგვიკავშირდით