×

ქაოსს დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა

პროდუციის შეკვეთა ან გამოქვეყნრბას ვერ შეძლებთ

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

ყველა დამხმარე თემა

შეკვეთები


ქაოსი გთავაზობთ სისტემას, სადაც თქვენ, როგორც ონლაინ მაღაზიას თითქმის სრული კონტროლი გაქვთ შეკვეთის დამუშავებაზე.

აქ არის მოკლე ჩამონათვალი იმაზე, თუ რას გაიგებთ ამ სტატიაში:

შეკვეთის შეტყობინება,

შეკვეთების დახარისხება,

შეკვეთის სტატუსები,

შეკვეთის დამატებითი სტატუსები,

როგორ მოვნიშნო შეკვეთა მიტანილად?

როგორ მოვნიშნო შეკვეთა დასრულებულად?

შეკვეთის შენიშვნები,

ძირითადი პარამეტრები,

ამანთის თვალყურის დევნება.

შეკვეთის შეტყობინება

თქვენ ელ. ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას ყოველ ჯერზე როცა თქვენი პროდუქტის შეკვეთა მოხდება. გთხოვთ ხშირად შეამოწმოთ სპამი და პრომოუშენები, რათა დარწმუნდეთ რომ არც ერთი შეტყობინება გამოტოვებულ არ იქნა. ასეთ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია და ის შეიცავს სრულ ინფორმაციას შეკვეთის შესახებ.

შეკვეთების დახარისხება

შეკვეთების გვერდი გაჩვენებთ შეკვეთების ჩამონათვალს. ამ გვერდზე ნაჩვენებია შეკვეთის ნომერი, შეკვეთის მთლიანი თანხა, მიღებული თანხა, შეკვეთის სტატუსი, მომხმარებლის დეტალები, შეკვეთის თარიღი და შეკვეთის მოქმედება.

შეკვეთის სტატუსები

შეკვეთის ოფიციალური სტატუსები რამდენიმე სახისაა : ელოდება დასტურს, ჩაშლილი, მუშავდება, დასრულდა, დაპაუზებული, გაუქმდა, თანხა დაუბრუნდა და აისახება აქ:

რას ნიშნავს შეკვეთის ესა თუ ის სტატუსი?

გადახდის მოლოდინში – შეკვეთა მიღებულია, გადახდა არ დაწყებულა. ელოდება გადახდას (გადაუხდელი).

ჩაშლილი – გადახდა ვერ მოხერხდა ან უარყოფილ იქნა (გადაუხდელი) ან მოითხოვს ავტორიზაციას. (გაითვალისწინეთ, რომ ეს სტატუსი შეიძლება დაუყოვნებლივ არ გამოჩნდეს და სამაგიეროდ გამოჩნდეს როგორც გადახდის მოლოდინში სანამ არ დადასტურდება).

მუშავდება –  გადახდა მიღებულია და მარაგი შემცირდა; შეკვეთა ელოდება შესრულებას. ყველა პროდუქტის შეკვეთა მოითხოვს დამუშავებას.

დასრულებულია – შეკვეთა შესრულებულია და დასრულებულია – არ საჭიროებს შემდგომ მოქმედებას.

დაპაუზებულია – გადახდის მოლოდინი – მარაგი მცირდება, მაგრამ თქვენ უნდა დაადასტუროთ გადახდა.

გაუქმდა – გაუქმებულია ადმინისტრატორის ან მომხმარებლის მიერ, შემდგომი ქმედება არ არის საჭირო.

თანხდა დაუბრუნდა – ანაზღაურდება ადმინისტრატორის მიერ – შემდგომი ქმედება არ არის საჭირო.

შეკვეთის ოფიციალური სტატუსის ცვლილება თქვენი როგორც გამყიდველის მხრიდან შესაძლებელია, მხოლოდ მისი დასრულებულად მონიშვნის შემთხვევაში და აქაც რამდენიმე პირობა უნდა იყოს დაცული.

შეკვეთის დამატებითი სტატუსები

შეკვეთის დამატებითი სტატუსები სულ სამი სახისაა : გამყიდველმა მონიშნა როგორც “მიტანილი”, მომხმარებელმა მონიშნა როგორც “დასრულებული” და მომხმარებელმა მოითხოვა გარანტია.

თითოეული ამ სტატუსის სახელი, თავადვე აღწერს მის მნიშვნელობას და იმას თუ ვის მიერ მოხდა მოქმედება.

როგორ მოვნიშნო შეკვეთა მიტანილად?

მას შემდეგ რაც შეკვეთა გადაეცა მომხმარებელს, შეკვეთა უნდა მოინიშნოს როგორც მიტანილი. ამისთვის მოქმედებებიდან დააჭირეთ მიტანის აღმნიშვნელ ღილაკს:

მიტანილად მონიშვნის შემდეგ შეკვეთას გაუჩნდება შემდეგი დამატებითი სტატუსი:

როგორ მოვნიშნო შეკვეთა დასრულებულად?

იმისთვის რომ გამყიდველმა დაასრულოს შეკვეთა და მიიღოს გამომუშავებული თანხა, დაცული უნდა იყოს რამდენიმე პირობა:

  1. შეკვეთა თქვენს მიერ მონიშნული უნდა იყოს როგორც “მიტანილი”
  2. შეკვეთა მომხმარებლის მიერ უნდა იყოს მონიშნული როგორც “დასრულებული” ან “მიტანილად” მონიშვნიდან გასული უნდა იყოს 7 დღე.

მომხმარებლის მხრიდან შეკვეთის “დასრულებულად” მონიშვნა, ნიშნავს დასტურს, რომ მომხმარებელმა მიიღო შეკვეთა, მას არანაირი წუნი არ აღმოაჩნდა და მომხმარებელი ადასტურებს , რომ კმაყოფილია. ამ მომენტიდან მომხმარებელი ვეღარ შეძლებს შეკვეთაზე პრეტენზიის გამოთქმას.

ხოლო იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს დაავიწყდა ან არ მოისურვა შეკვეთის დასრულება, მას ეძლევა 7 დღე გასასაჩივრებლად. თუ 7 დღის განმავლობაში შეკვეთასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ წარმოიქმნა, შეკვეთა ინიშნება დასრულებულად.

რატომ ასე?

მსგავსი სისტემა იცავს ორივე მხარეს თაღლითობისა და მოტყუებისგან. თუ მომხმარებელმა არ მიიღო შეკვეთა ან მიიღო და მას რაიმე სახის წუნი აქვს, ის შეძლებს გასაჩივრებას და თავისი ინტერესების დაცვას. ასევე გამყიდველისთვის, თუ მომხმარებელმა დაადასტურა რომ შეკვეთა მიიღო და მას არანაირი პრობლემა არ ქონდა, გამყიდველი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას და მომხმარებელი ვეღარ შეძლებს შეკვეთის გასაჩივრებას.

თქვენ შეგიძლიათ შეკვეთის მიტანის შემდეგ მიწეროთ მომხმარებელებს, და შეახსენოთ დაადასტურონ შეკვეთის მიღება.

შეკვეთის დასრულებულად მონიშვნისთვის კი დააჭირეთ მოქმედებებში არსებულ ღილაკს “დასრულებულად მონიშვნა” :

შეკვეთის შენიშვნები

გამყიდველს შეუძლია დაამტოს შენიშვნა, გარკვეული ინფორმაცია შეკვეთაში მომხმარებლისთვის ან საკუთარი თავისთვის. თუ თქვენ აირჩევთ ველს “შენიშვნა მომხმარებლისთვის” , მომხმარებელი იმეილით მიიღებს შეტყობინებას თქვენს მიერ დატოვებული შენიშვნის შესახებ. ხოლო თუ აირჩევთ “პირადი შენიშვნა”-ს, მხოლოდ თქვენ, გამყიდველი შეძლებთ მის დანახვას.

ამისთვის გახსენით კონკრეტული შეკვეთა და გამოიყენეთ მარჯვენა ველი:

ძირითადი პარამეტრები

ამ განყოფილებაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია შეკვეთის შესახებ. რა თანხას გამოიმუშავებთ ამ შეკვეთით, რა წილი ეკუთვნის მიტანის სერვისს. ასევე ინფორმაცია მომხმარებლის მისამართლის, ტელეფონის ნომრის და ელ ფოსტის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ მიტანისთვის მასთან დაკავშირება გახდება საჭირო.

ამანთის თვალყურის დევნება

იმისთვის, რომ მომხმარებელს საშუალება ქონდეს თვალყური ადევნოს სად მდებარეობს მისი ამანათი, თქვენ შეგიძლიათ შეკვეთაში დაამატოთ ტრანსპორტირების ნომერი. აქ თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ რომელი სატრანსპოპრტო საშუალებით გააგზავნეთ ამანათი, რა რიცხვში გააგზავნეთ და ტრანსპორტირების ნომერი.

მას შემდეგ რაც თქვენ ამ ინფორმაციას დაამატებთ, ის გაეგზავნება მომხმარებელს როგორ გამყიდველის შენიშვნა და ინფორმაცია შეკვეთის შესახებ:

გაეცანით მოკლე ვიდეო თუთორიალს

მაინც დახმარება გჭირდებათ? დაგვიკავშირდით