×

ქაოსს დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა

პროდუციის შეკვეთა ან გამოქვეყნრბას ვერ შეძლებთ

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

ყველა დამხმარე თემა

ტრანსპორტირების პარამეტრები


ტრანსპორტირების ფუნქციის გამოყენება უმნიშვნელოვანესია თქვენი პროდუქციის გასაყიდად, ვინაიდან ტრანსპორტირების პარამეტრების მითითების გარეშე ქაოსზე პროდუქციის გაყიდვა სისტემურად არ ხდება. ქაოსის სისტემა გამყიდველებს ტრანსპორტირების მრავალფეროვანი ფუნქციონალის გამოყენების საშუალებას აძლევს. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ტრანსპორტირების ზონები, ტრანსპორტირების მეთოდები, წონითი კლასები და დამატებითი ფუნქციები.

თქვენი ტრანსპორტირების პარამეტრების დასაყენებლად, უნდა შეხვიდეთ მაღაზიის კაბინეტში → პარამეტრებში → და დააჭიროთ ტრანსპორტირებას.

ტრანსპორტირების ზონები

აქ ჩამოთვლილია ტრანსპორტირების ზონები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ რომელ ქალაქში ანხორციელებს თქვენი მაღაზია მიტანის სერვისს და დაამატოთ ამ ქალაქისთვის ტრანსპორტირების მეთოდი.

ამისვის დააჭირეთ ზონის რედაქტირებას ან “დაამატეთ ტრანსპორტირების მეთოდი” -ს.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ყველა ჩამოთვლილ ქალაქში ახდენთ ტრანსპორტირებას და გსურთ მათთვის ერთიანი ფასი დააწესოთ მიუთითეთ ტრანსპორტირების მეთოდი ზონისთვის “ყველა სხვა”. აქ მითითებული ფასი გავრცელდება ყველა ზონაზე, გარდა იმ ზონებისა რომლებზეც თქვენ დამატებით მიუთითებთ ტრანსპორტიების მეთოდს.

მაგალითად, თუ თქვენ თბილისში ტრანსპორტირების ფასი მიუთითეთ 3 ლარი, ხოლო “ყველა სხვაში” 5 ლარი. თბილისში ტრანსპორტირება თქვენი პროდუქტებისთვის ეღირება 3, ხოლო ყველა სხვა ქალაქში 5 ლარი.

ტრანსპორტირების მეთოდები

ტრანსპორტირების ზონაზე რედაქტირების ან “დაამატეთ ტრანსპორტირების მეთოდი” -ის დაჭერა გადაგიყვანთ ახალ გვერდზე სადაც თქვენ შეძლებთ ამ ლოკაციისთვის ტრანსპორტირების მეთოდის არჩევას.

ტრანსპორტირების მეთოდის მითითებისთვის, დააჭირეთ “დაამატეთ ტრანსპორტირების მეთოდი”-ს და აირჩიეთ ჩამოთვლილ მეთოდთაგან ერთერთი.

ამ გზით, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ შეუზღუდავი გადაზიდვის მეთოდები. ტრანსპორტირების მეთოდთან მაუსის/თითის მიტანით კი, შეგიძლიათ შეცვალოთ ან წაშალოთ ის.

ხოლო სტატუსის გადამრთველით შეგიძლიათ ჩართოთ ან გამორთოთ მეთოდი მომხმარებელებისთვის.

ტრანსპორტირების მეთოდები, სამკაულებისთვის, ჩანთებისთვის და ასე შემდეგ

ინფორმაცია ტრანსპორტირებაზე

ღილაკიზე “დაამატეთ ინფორმაცია ტრანსპორტირებაზე” დაჭერით თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ რამდენი დრო გჭირდებათ პროდუქტის გამზადებაზე და რა დრო გჭირდებათ პროდუქციის თითოეულ ქალაქში მიწოდებაზე.

ფიქსირებული ფასი, შეხვედრით გადაცემა, უფასო მიტანა

თითოეული ტრანსპორტირების ზონას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული (და რამდენიმენაირი) ტრანსპორტირების მეთოდი, ასევე რამდენიმე ფასი.

სამივე ტრანსპორტირების მეთოდი ფუნქციონირებს მსგავსი პრინციპით :

  1. ტრანსპორტირების მეთოდში ცვლილებების შესატანად ან ფასის მისათითებლად უნდა დააჭიროთ რედაქტირებას.
  2. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ტრანსპორტირების მეთოდის სათაური. ეს სათაური გამოჩნდება მომხმარებლის კალათაში, თქვენი პროდუქტის შეძენის დროს.
  3. შემდეგ თქვენ უნდა დაამატოთ ღირებულება (ეს ვრცელდება მთელ კალათაზე)
  4. ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ აღწერა თითოეულ მეთოდს.
  5. და დააჭირეთ პარამეტრების შენახვას.

ტრანსპორტირების მეთოდები შინაარსით ერთნაირია, დაყოფილია სამ ნაწილად მხოლოდ თქვენი მოხერხებულობისთვის.

ფიქსირებული ფასი, გულისხმობს კონკრეტული ლოკაციისთვის რაიმე კონკრეტული ფასის დაწესებას.

შეხვედრით გადაცემა გულისხმობს სურვილის შემთხვევაში მომხმარებლისთვის პროდუქტის დათქმულ ადგილას გადაცემას. მაგ.: “შეგვხვდებით დიდუმის მეტროსთან”.

უფასო მიტანის სერვისი კი გულისხმობს, ტრანსპორტირების ფასის არ ქონას. აქ თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ ის მინიმალური ღირებულება, რომელზეც მომხმარებლისთვის მიტანა უფასოა. მაგალითად 50, და თუ შეკვეთის ღირებულება იქნება 50 ლარი ან მეტი მომხმარებელს შეეთავაზება უფასო მიტანა.

თქვენ შეგიძლიათ ერთ ლოკაციაზე რამდენიმე ტრანსპორტირების მეთოდი იქონიოთ, მაგალითად:

ქაოსის მიტანის სერვისი : 4 ლარი.

ექსპრეს მიტანა, იმავე დღესვე : 7 ლარი.

შეგხვდებით დიდუბის მეტროსთან : 2 ლარი.

მობრძანდით ჩვენს მაღაზიაში და წაიღეთ: 0 ლარი.

კალათა

ქაოსის მიტანის სერვისი

წონითი კატეგორიები

წონითი კატეგორიების გამოყენება ხდება მხოლოდ მაშინ, თუ გამყიდველი თავად დაახარისხებს პროდუქტებს პროდუქტის რედაქტირებიდან და მიუთითებს თითოეულ მათგანს შესაბამის კლასს.

თქვენ შეგიძლიათ დაახარისხოთ თქვენი პროდუქციის ტრანსპორტირების ღირებულება პროდუქტის წონის მიხედვით (ამის საშუალებას მხოლოდ ტრანსპორტირების მეთოდი : “ფიქსირებული ფასი” იძლევა).

ტრანსპორტირების მეთოდის “ფიქსირებული ფასის” რედაქტირებისას ჩამოსქროლეთ დაბლა, და თქვენ ნახავთ სხვადასხვა წონით კატეგორიებს, შესაძლებლობით მიუთითოთ სხვადასხვა ფასი.

ბოლომდე ჩამოსქროლისას თქვენ შეგხვდებათ დაანგარიშების ტიპი.

აქ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორი ვარიანტი იმისა თუ როგორ დათვალოს სისტემამ ტრანსპორტირების გადასახადი ერთ შეკვეთაში არსებული სხვადასხვა წონითი კატეგორიის პროდუქტებისთვის:

  1. დაათვალოს თითოეულისთვის ცალკ ცალკე და დააჯამოს.
  2. თუ აირჩიოს ყველაზე ძვირიანი და მხოლოდ ის გადაახდევინოს მომხმარებელს.

წონითი კატეგორიის გამოყენება პროდუქტებისთვის

  1. შედით მაღაზისს კაბინეტში → პროდუქტებში.
  2. აირჩიეთ პროდუქტი რომლისთვისაც გსურთ მიუთითოთ წონით კლასი და დააჭირეთ მის რედაქტირებას.
  3. ჩამოსქროლეთ დაბლა “ტრანსპორტირება და გადასახადის” სექციამდე.
  4. ჩამოშალეთ და აირჩიეთ პროდუქტის წონითი კლასი.
  5. შეინახეთ პროდუქტი

პ.ს პროდუქტის სიმაღლე/სიგანე/სიგრძე/წონის პარამეტრების მითითება თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. ეს მონაცემები არ ახდენენ ფასის კალკულაციაზე გავლენას, თუმცა ხილვადები არიან მომხმარებლებისთვის.

ქაოსი - პროდუქტის რედაქტირება

გაეცანით მოკლე ვიდეო თუთორიალს

მაინც დახმარება გჭირდებათ? დაგვიკავშირდით