×

ქაოსს დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა

პროდუციის შეკვეთა ან გამოქვეყნრბას ვერ შეძლებთ

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

ყველა დამხმარე თემა

კუპონები


კუპონები მარტივად შეიძლება იყოს გამოყენებული მომხმარებლების ყურადღების მისაქცევად და მოსაზიდად. თუ თქვენ გსურთ მომხმარებლებს სხვადასხვა ცხელ-ცხელი შეთავაზებები და ფასდაკლებები გაუკეთოთ, ამისთვის კუპონის შექმნა შესანიშნავი არჩევანი იქნება.

როგორ შევქმნა კუპონი?

კუპონის შესაქმნელად შედით თქვენი მაღაზიის კაბინეტში, კუპონებში და დააჭირეთ ღილაკს “დაამატე ახალი კუპონი”.

ღილაკზე დაჭერის შემდეგ ჩამოიხსნება შესავსები ველების სია:

შესავსები ველები:

  • კუპონის კოდი/სახელი: შეურჩიეთ კოდს თქვენთვის სასურველი სახელი, და გაითვალისწინეთ რომ ეს ასევე არის მოდი, რომლითაც მომხმარებლები კუპონის გამოყენებას შეძლებენ
  • აღწერა: ამ ველში თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ რისთვისაა შექმნილი ეს კუპონი და რას წარმოადგენს ის.
  • ფასდაკლების ტიპი: ეს ჩამოსახსნელი ველი საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ პროცენტულ და ფიქსირებულ ფასდაკლებას შორის.
  • თანხა: აქ დაამატეთ ფასდაკლების თანხა (პროცენტული / ფიქსირებული)
  • იმეილით შეზღუდვა: შეზღუდე კუპონის გამოყენება კონკრეტული იმეილების მითითებით. აქ კონკრეტული ელ. ფოსტის მითითების შემთხვევაში, მხოლოდ ამ ელ. ფოსტის მფლობელი შეძლებს გამოიყენოს კუპონი შეძენისას.
  • გამოყენების ლიმიტი: სურვილის შემთხვევაში , მიუთითეთ აქ რიცხვი, რა შეზღუდეთ კუპონის გამოყენების რაოდენობა. (აქ იგულისხმება არა კონკრეტული მომხმარებლისთვის, არამედ ზოგადად მომხმარებლების შეზღუდული რაოდენობა)
  • ვადის გასვლის თარიღი: თუ გსურთ შეზღუდოთ კუპონის გამოყენება დროით, მიუთითეთ ვადის გასვლის თარიღი.
  • გამორიცხეთ ფასდაკლებული საგნები: ამ ველის მონიშვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვერ შეძლებს კუპონის გამოყენებას იმ საგნებზე, რომლებსაც უკვე აქვთ ფასდაკლება.
  • მინიმალური თანხა: მიუთითეთ ის მინიმალური თანხა, რა ღირებულების შეკვეთაშიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს ეს კუპონი.
  • პროდუქტი: თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი, რამდენი ან ყველა პროდუქტი, რომლებზეც შესაძლებელი იქნება გამოყენებულ იქნას ეს კუპონი.
  • გამორიცხეთ პროდუქტები: თქვენ ასევე შეგიძლიათ გამორიცხოთ ის პროდუქტი ან პროდუქტები რომლებზეც შეიძლება გამოყენებული იყოს ეს კუპონი.
  • მაღაზიაში ჩვენება: ამ ველის მონიშვნით კუპონი თქვენს მაღაზიაში გამოჩნდება მისი კოდით, და გამოყენებას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს.

ფიქსირებული ფასდაკლება

ფიქსირებულ თანხიანი კუპონი ნიშნავს, რომ მომხმარებელი მიიღებს იმ ფიქსირებული თანხის ფასდაკლებას რაც მითითებულია კუპონში.

ფუნქციის გამოსაყენებლად კუპონის დამატებისას/რედაქტირებისას, ჩამოშალეთ ველი “ფასდაკლების ტიპი”.

ინფორმაცია იმის შესახებ რომ ფასდაკლების ტიპი ფიქსირებულია, აისახება ყველა კუპონის სიაშიც. აქ: ფიქირებული ფასდაკლება 50 ლარი.

პროცენტული ფასდაკლება

პროცენტული ფასდაკლება ნიშნავს რომ მომხმარებლის ფასდაკლების ოდენობა, შეკვეთილი პროდუქციის ღირებულებაზეა დამოკიდებული და მის პროცენტს წარმოადგენს.

ამ ფუნქციის გამოყენებისთვის ფასდაკლების ტიპში აირჩიეთ პროცენტული ფასდაკლება.

კუპონის ფასდაკლების პროცენტულობაზე ინფორმაცია, კუპონების სიაშიც აისახება. ამ შემთხვევაში ეს 15 % ია.

კუპონის მაღაზიაში ჩვენება

თქვემ შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენი კუპონი მომხმარებლებს თქვენი მაღაზიის გვერდზე, კუპონის ფუნქციებში ბოლო ველის მონიშვნით.

კუპონი თქვენი მაღაზიის გვერდზე შემდეგნაირად აისახება:

გაეცანით მოკლე ვიდეო თუთორიალს

მაინც დახმარება გჭირდებათ? დაგვიკავშირდით