×

ქაოსს დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა

პროდუციის შეკვეთა ან გამოქვეყნრბას ვერ შეძლებთ

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

ყველა დამხმარე თემა

დაბრუნების და გარანტიის პარამეტრები (ფუნქცია დროებით გამორთულია)


დაბრუნება და გარანტია ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტია მომხმარებლებისთვის. ვინაიდან გაწერილი გარანტიის პირობები მომხმარებლებში მეტ ნდობას აღძრავს თქვენი მაღაზიის მიმართ.

ყველა პროდუქტისთვის

ზოგადი გარანტიის პარამეტრების დასაყენებლად, რომლებიც გავრცელდებიან ყველა პროდუქტზე, თქვენ უნდა შეხვიდეთ მაღაზიის კაბინეტში  → პარამეტრებში  → და დააჭიროთ ღილაკს “დაბრუნება და გარანტია”.

ფუნქცია 1: სახელი

ეს არის ნაწილი, სადაც გამყიდველი ანიჭებს სახელს თავისი გარანტიის პირობებს მომხმარებლებისთვის. ეს სახელი ვრცელდება გარანტიაზე ყველა პროდუქტისთვის. ამ მოცემულ შემთხვევაში, მას ეწოდება “გარანტია”. გამყიდველებს შეუძლიათ დაამატოთ ნებისმიერი სახელი მათი არჩევანით.

ფუნქცია 2:

ტიპები: გარანტია არ აქვს და გარანტია აქვს

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ გარანტიის ტიპი მომხმარებლისთვის. არსებობს სამი ტიპი –  გარანტია არ არის, გარანტია არის და გარანტია დამატებითი პარამეტრებით.

ტიპი “გარანტია არ აქვს” აჩვენებს სისტემას რომ თქვენ არ გსურთ შესთავაზოთ მომხმარებე გარანტია და ამ ტიპის არჩევა არ მოახდენს გვერდზე არანაირ ცვლილებებს. 

ტიპის “გარანტია აქვს”  არჩევა დაამატებს სამ ველს, ხანგრძლივობას, ხანგრძლივობის მნიშვნელობას და მიუთითეთ მნიშვნელობას, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ.

ხანგრძლივობა გარჩევთ საშუალებას აირჩიოთ, თქვემ გარანტიას მომხმარებლებს შეზღუდული დროით სთავაზობთ თუ შეუზღუდავი დროით.

მიუთითეთ მნიშვნელობაში თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დროის მონაკვეთი : დღე, კვირა, თვე, წელი.

ხოლო ხანგრძლივობის მნიშვნელობაში, თქვენ ირჩევთ რამდენი (დღე, კვირა, თვე, წელი).

გთხოვთ გაითვალისწინოთ ქაოსის სისტემა მომხმარებლებს სთავაზობთ მხოლოდ 7 დღიან გარანტიას. თუ თქვენ გადაწყვეტთ მეტხნიანი გარანტიის შეთავაზებას, 7 დღის შემდეგ მისი წარმართვა ქაოსის სისტემით შეუძლებელი იქნება.

როცა გარანტიის ხანგრძლივობად უვადო დროა არჩეული, ხანგრძლივობის მნიშვნელობა და მიუთითეთ მნიშვნელობის ფუნქციები იმალება, როგორც ქვემოთაა მოცემული.

ტიპი: გარანტია დამატებითი პარამეტრებით

როდესაც თქვენ ირჩევთ გარანტიის ამ ტიპს, თქვენ შეგიძლიათ საშუალება მისცეთ მომხმარებელს აირჩიოს გარანტიის დამატებითი დღეები, დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ. ფასების და ვადების დაყენება თქვენ შეგიძლიათ ახალ გახსნილს ველში, როგორც ქვემოთაა ნაჩვენები:

ფუნქცია 3 : დაბრუნების მიზეზები

ეს ფუნქცია გაჩვენებთ ყველა იმ მიზეზს, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს თანხის დაბრუნება ან პროდუქტის შეცვლა. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ და მონიშნოთ ის მიზეზები რომლებიც გსურთ რომ შეთავაზებული იყოს თქვენი მაღაზიის სერვისით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ეს ფუნქცია არის სისტემისთვის და აქ მითითებული მიზეზები არაა მომხმარებლისთვის ხილვადი.

ფუნქცია 4 : გარანტიის პირობები

ეს ქაოსისგან დაწერილი დაბრუნების პოლიტიკაა თუმცა თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ საკუთარი. ვინაიდან მომხმარებლები ვერ ხედავენ თუ რა მიზეზით შეუძლიათ გაასაჩივრონ შეკვეთა , გთხოვთ მიზეზების სრული ჩამონათვალი ჩამოწეროთ ამ პუნქტში.

გარანტია ცალკეული პროდუქტებისთვის

თუ თქვენ გსურთ რომელიმე კონკრეტული პროდუქტისთვის შეცვალოთ გარანტიის პირობები, ქაოსი ამის საშუალებას გაძლებთ. თქვენ შეგიძლიათ ცალკეული პროდუქტების რედაქტირებით გვერდი აუაროთ გარანტიის საერთო პირობებს და დაუშვათ გამონაკლისები.

ამისთვის შედით მაღაზიის კაბინეტში, პროდუქტებში , აირჩიეთ სასურველი პროდუქტი, დააჭირეთ რედაქტირებას, ჩამოსქროლეთ სექციამდე “გარანტიის პარამეტრები” და მონიშნეთ ველი ” შეცვალე შენი მაღაზიის საგარანტიო პარამეტრები ამ პროდუქტისთვის”.

ამის შემდეგ თქვენ გაგეხსნებათ ფუნქციები, გარანტიის კონკრეტულად ამ პროდუქტისთვის დასაყენებლად.

როგორ დავამუშავო დაბრუნების მოთხოვნები?

გაეცანით მოკლე ვიდეო თუთორიალს

მაინც დახმარება გჭირდებათ? დაგვიკავშირდით