×

ქაოსს დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა

პროდუციის შეკვეთა ან გამოქვეყნრბას ვერ შეძლებთ

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

გახდი ქაოსის ნაწილი

ქაოსი ქმნის პლათფორმას სხვადასხვა ქართველი მწარმობლებისა და ხელნაკეთი ნივთების შემქმნელებისთვის. ჩვენს ჯგუფში გაწევრიანებით თქვენ შეუერთდებით ბაზარს დამოუკიდებელი ხელოვანებისთვის, მეგობრული და სამართლიანი გარემოთი.

ქაოსის გამოყენება სრულიად უფასოა. მხოლოდ პროდუქტის გაყიდვის შემთხვევაში მიაქვს საიტს ღირებულების 10%, რეკლამის , ბანკის და სხვა ხარჯების დასაფარად.

ქაოსი არის ბაზარი საიდანაც თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიმუშავოთ შემოსავალი, გახდეთ ჯგუფის წევრი, გაარეკლამოთ თქვენი მაღაზია, გახადოთ ის უფრო ცნობადი და მიმზიდველი მომხმარებლებისთვის. ქაოსს აქვს მოხერხებული და დაცული სისტემა, რომელიც მორგებულია თქვენსა და მომხმარებლების ინტერესებზე.

ჩვენ ვზოგავთ თქვენს დროს და თანხებს სოციალური ქსელების რეკლამისთვის. ჩვენ ვარეკლამებთ ქაოსს და ამით გარეკლამებთ თქვენ.

შემოგვიერთდით და გაზარდეთ თქვენი გაყიდვები ჩვენთან ერთად!

გახდი ქაოსის ნაწილი!

1. დარეგისტრირდი როგორც გამყიდველი

2. დაამატე პროდუქცია

3. დაამატე ტრანსპორტირების ინფორმაცია

გამოიმუშავე!

ქაოსის ქაოსური წესები

გამოიყენეთ მაღალი ხარისხის სურათები – ჩვენს მომხმარებლებს სურთ თქვენი პროდუქცია საუკეთესო მხრიდან დაინახონ. ატვირთეთ კარგი ხარისხის, კარგად განათებული, რეალობის ამსახველი სურათები.

გთხოვთ გამოვიჩინოთ მაქსიმალური თანადგომა ჩვენი მშრომელი ჯგუფის წევრების მიმართ, და არ ვეცადოთ წავიყვანოთ ქაოსიდან დაკავშირებული მომხმარებელი და გავაფორმოთ შეკვეთები უცნაური გზებით. აღწერა და ნებისმიერი ტექსტი რომელიც შეგყავთ ქაოსზე, უნდა იყოს აუცილებლად ქართულად.

იმისთვის რომ მეტი შეიტყოთ ქაოსზე გაყიდვების შესახებ, ეწვიეთ ჩვენს გამყიდველის დამხმარე სერვისს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ქაოსის წევრები პასუხისმგებლები არიან საკუთარი პროდუქციის თავად დამატებაზე და მათი საკუთარი მაღაზიის მართვაზე. მომხმარებელთან ნებისმიერი კომუნიკაცია ხორციელდება ქაოსის გავლით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ელ. ფოსტაზე:

support@chaos.ge

დარეგისტრირდი ახლავე