×

ქაოსს დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა

პროდუციის შეკვეთა ან გამოქვეყნრბას ვერ შეძლებთ

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

ქაოსი, ონლაინ პლატფორმა! როგორ დავიწყო?


იმისთვის, რომ თქვენმა ონლაინ მაღაზიამ ქაოსი გამოიყენოს, გაყიდვა და სრულფასოვნად ფუნქციონირება შეძლოს, საჭიროა გაიაროთ რამდენიმე მარტივი ნაბიჯი. პირველ რიგში რათქმა უნდა საჭიროა ქაოსზე რეგისტრაცია (დარეგისტრირება).

ქაოსის გამოყენება სრულიად უფასოა. მხოლოდ პროდუქტის გაყიდვის შემთხვევაში მიაქვს საიტს ღირებულების 10%, რეკლამის , ბანკის და სხვა ხარჯების დასაფარად.

დარეგისტრირების შემდეგ დასამატებელი ინფორმაციის ნაწილი სისტემურად არის აუცილებელი, ხოლო ნაწილი მომხმარებლებისთვისაა მნიშვნელოვანი.

სისტემურად აუცილებელია:

  1. პროდუქციის დამატება,
  2. ტრანსპორტირების პარამეტრების დამატება,
  3. მოგვიანებით თანხის გასატანად, აუცილებელია საბანკო ინფორმაციის მითითება.

მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია:

  1. მაღაზიის პროფილის ინფორმაციის შევსება,

თითოეულ პუნქტზე ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ როგორც ამ გვერდზე არსებულ დამხმარე თემებში, ასევე ვიდეო ტუტორიალებში და ხშირად დასმულ კითხვებში.

ონლაინ მაღაზიის რეგისტრაცია - ქაოსი


ონლაინ მაღაზიის დარეგისტრირება ქაოსზე ძალიან მარტივი პროცედურაა და სულაც არ წაგართმევთ დიდ დროს. ამისთვის დააჭირეთ მარჯვენა ზედა კუთხეში არსებულ ღილაკს “ჩემი კაბინეტი” => შემდეგ რეგისტრაციას, აირჩიეთ გამყიდველი და მიყევით სისტემის მითითებებს.

ქაოსის რეგისტრაციის პროცესი

ყველა სავალდებულო ველის შევსების შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია. ქაოსზე თქვენი ონლაინ მაღაზიის რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით ქაოსის წესებსა და პირობებს.

ქაოსის რეგისტრაციის პროცესი

რეგისტრაციის დასრულებისთვის აუცილებელია დაადასტუროთ თქვენი ელ. ფოსტა. ამისთვის შედით თქვენი ელ. ფოსტის მისამართზე, ჩვენგან გამოგზავნილ მეილს ეწერება “ქაოსი” , გახსენით ის და გადადით იმეილში არსებულ ბმულზე. თუ ქაოსის იმეილი არ მიგიღიათ შეამოწმეთ სპამი და პრომოუშენები. იმეილის ვერ პოვნის შემთხვევაში რეგისტრაციის გვერდიდან დააჭირეთ ღილაკს “ხელახლა გაგზავნა”. თუ თქვენი პრობლემა ამით არ გადაიჭრა, დაუკავშირდით ქაოსის ადმინისტრაციას.

ქაოსზე რეგისტრაციისას ვერიფიკაციის დასრულება

იმეილში არსებულ ბმულზე გადასვლის შემდეგ სისტემა შემოგთავაზებთ თქვენი პარამეტრების დაყენებას. პარამეტრების დაყენება და თქვენი ინფორმაციის მითითება მაღაზიის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, თუმცა ამის გაკეთება მოგვიანებითაც შეგიძლიათ.

გაეცანით მოკლე ვიდეო თუთორიალს

მაინც დახმარება გჭირდებათ? დაგვიკავშირდით