×

ქაოსს დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა

პროდუციის შეკვეთა ან გამოქვეყნრბას ვერ შეძლებთ

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

ჩვენს შესახებ

Niani studio – ახალი სიტყვა დეკორატიული კულტურის სფეროში. ბრენდის მიზანია შექმნას ინტერიერის ესთეტიურად დახვეწილი დეტალები. პროდუქტები: სანთლები, სარკეები და მინიმალისტური დეკორატიული სათავსოები.

🕯სანთლის დასამზადებლად ვიყენებთ სოიოს ბაზაზე დამზადებულ ცვილს, რომელიც გამოირჩევა მაღალი  ხარისხით.  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი , რომელიც 100% არის ბუნებრივი და არ შეიცავს მავნე დანამატებს. იწვის ნელა და არ აქვს ნამწვი , კვამლი და უსიამოვნო სუნი. მრავალფეროვნებისთვის ვიყენებთ საღებავს რომელიც ასევე არის ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული , უალკოჰოლო. სურნელის მრავალფეროვნებას ვძენთ სანთლებს სანთლის ზეთების დახმარებით , რომელიც გამოიყენება პარფიუმერიაში ისევე როგორც ზემოთ დასახელებული ყველა პროდუქტი.

⚜️ დეკორატიული სათავსოები მზადდება ეპოქსიდის ფისით, მრავალფეროვნებისთვის ვიყენებთ კოსმეტიკურ საღებავებს. ეპოქსიდის ფისის იგივე პოლიეპოქსიდის რეაქცია პოლიფუნქციურ გამაძლიერებელთან ქმნის თერმოსტატულ პოლიმერს, რაც ნიშნავს ეპოქსიდის ორი კომპონენტის შერევას , რის საფუძველზეც ის თხევადი მდგომარეობიდან იძენს მყარ მდგომარეობას. პროდუქტი არის უსაფრთხო ჯანმთელობისთვის და არ წარმოადგენს მავნე მასალას.

🪞სარკეებს ვჭრით სასურველ ფორმებზე და ეპოქსიდის ფისის საშუალებით ვხდით განსაკუთრებულს, რადგან მასში

“სელფის” გადაღებისას კიდევ უფრო მეტი ეფექტურობა და ესთეტიურობა გამოიკვეთოს.