×

ქაოსს დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა

პროდუციის შეკვეთა ან გამოქვეყნრბას ვერ შეძლებთ

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

შეტყობინებები


გამყიდველმა ქაოსზე დარეგისტრირების შემდეგ შესაძლებელია მიიღოს სამი ტიპის შეტყობინება:

ავტომატური შეტყობინებები,

შეტყობინებები ქაოსისგან,

შეტყობინებები მომხმარებლებისგან.

განვიხილოთ სამივე მათგანი.

ავტომატური შეტყობინებები

ავტომატური შეტყობინებები იგზავნება იმეილზე სისტემის მხრიდან, სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის მოწოდებისთვის. ამიტომ აუცილებელია პერიოდულად შეამოწმოთ თქვენი ელ. ფოსტა, რათა არ ჩამორჩეთ ქაოსის სიახლეებს.

ეს შეიძლება იყოს იმეილი, ახალი შეკვეთის შესახებ, იმის შესახებ რომ თქვენი პროდუქტის მარაგი შევსებულია და ა.შ.

თქვენ ელ. ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებასაც იმის შესახებ, რომ ქაოსის ადმინისტრაციამ ან მომხმარებელმა შეტყობინება მოგწერათ თქვენს კაბინეტში.

მსგავსი იმეილები სრულიად ავტომატური და მათზე პასუხის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინებები ქაოსისგან

ქაოსის ადმინისტრაცია პერიოდულად ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს, ასევე ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს შეგატყობინოთ რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე თქვენი შეკვეთის , პროდუქტის თუ ექაუნთის შესახებ. ასეთი შემთხვევებისთვის, თქვენი მაღაზიის კაბინეტში და ასევე ზედა მარჯვენა ჩამოსახსნელ მენიუში არის განყოფილება “შეტყობინებები ქაოსისგან”.

ასეთ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში მოგვმართეთ იმეილზე:

support@chaos.ge

ან შეავსეთ საკონტაქტო ფორმა დახმარების გვერდზე.

შეტყობინებები მომხმარებლებისგან

მომხმარებლებს აქვთ საშუალება თქვენს მაღაზიასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის ქონის შემთხვევაში დაგიკავშირდნენ ქაოსის სისტემაში. ამისთვის თქვენი მაღაზიის გვერდზე არსებობს ღილაკი “დახმარების მოთხოვნა”.

მომხმარებლის მხრიდან მოწერილი შეტყობინებები აისახება თქვენი მაღაზიის კაბინეტში და ასევე ზედა მარჯვენა ჩამოსახსნელ მენიუში.

მომხმარებლისგან შეტყობინების მიღების შემდეგ საჭიროა ამ შეტყობინების დამუშავება და დახურვა.

პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ შეტყობინებების დახარისხების პრინციპს. აქ არის ყველა შეტყობინება, შეტყობინებები რომელიც ჯერ არ დაგიმუშავებიათ, ესე იგი რომელზეც პასუხი ჯერ არ გაგიციათ, და შეტყობინებები რომლებიც უკვე დაამუშავეთ და მომხმარებელმა პასუხი მიიღო.

აქ თქვენ საშუალება გაქვთ თავიდან გახსნათ უკვე დახურული შეტყობინებები და ასევე დახუროთ დაუმუშავებელი შეტყობინებები.

იმისთვის რომ დაამუშავაოთ კონკრეტული შეტყობინება , საჭიროა პირველ რიგში გახსნათ ის.

აქ თქვენ საშუალება გაქვთ პასუხი გასცეთ მომხმარებელს და შეუცვალოთ სტატუსი მოცემულ შეტყობინებას.

თუ მომხმარებელს კითხვა აქვს რომელიმე კონკრეტულ შეკვეთასთან დაკავშირებით, შეკვეთის ნომერი ასახული იქნება შეტყობინებაში. აქ ასევე ასახულია გამოგზავნის თარიღი.

თქვენ შეგიძლიათ იმდენჯერ გასცეთ პასუხი რამდენჯერაც მოგესურვებათ და არ დახუროთ შეტყობინება დაუყოვნებლივ. გთხოვთ დარწმუნდით რომ მომხმარებელმა სრულყოფილად მიიღო თქვენგან პასუხი და მხოლოდ შემდეგ მონიშნეთ შეტყობინება დამუშავებულად.

გაეცანით მოკლე ვიდეო თუთორიალს

მაინც დახმარება გჭირდებათ? დაგვიკავშირდით